ჯაყელი აღბუღა II
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აღბუღა ჯაყელი II“ გადაიტანა გვერდზე „ჯაყელი აღბუღა II“ გადამისამ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
* ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). | * ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). | ||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ათაბაგები]] | [[კატეგორია:ათაბაგები]] | ||
[[კატეგორია:ამირსპასალარები]] | [[კატეგორია:ამირსპასალარები]] | ||
[[კატეგორია:ჯაყელები]] | [[კატეგორია:ჯაყელები]] | ||
15:53, 10 მარტი 2021-ის ვერსია
აღბუღა ჯაყელი II – (1386-1451), სამცხის ათაბაგი, ამირსპასალარი, სჯულმდებელი. XIV ს. II ნახ-ში შეადგინა „სამართალი“ – სამართლის კრებული, რომელშიც პირველ წიგნად შეიტანა უფრო ადრე პაპის, ბექა მანდატურთუხუცესის, მიერ შედგენილი „სამართალი“. ძეგლის დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებობს 2 ხელნაწერი: ერთი – 1672 წ., მეორე – გვიანდელი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის კრებულში შესული ნაწილი, სათაურით „სამართალი აღბუღასი“ – რედაქტირებული და სახეცვლილი ვახტანგის კომისიის მიერ.
ბექა-აღბუღას „სამართლის წიგნი“ 98 მუხლისაგან შედგება. აქედან აღბუღას ეკუთვნის 66-98 მუხლები. განკუთვნილია სამცხის სამთავროსათვის, მაგრამ, რადგან იმდროინდელ ბარის საქართველოში სოციალური სტრუქტურა ყველგან ერთნაირი იყო, ძეგლი თანაბრად მნიშვნელოვანი ჩანს მთელი საქართველოსათვის.
ც. აბულაძე
ლიტერატურა
- დოლიძე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953;
- კაკაბაძე ს., სჯულმდებელთა ბექას და აღბუღას ვინაობა, ტფ., 1912;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).