ყველის ერისთავი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ყველის ერისთავი''' - ყველის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. მისი არსებობა დასტურდება ყველის ციხეში ნაპოვნი ქვის სვეტის წარწერით: „საყდარი იოვანე [[ერისთავი|ერისთავისა]]“. წარწერის დათარიღების ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XI საუკუნეებს შორის თავსდება. „მატიანე ქართლისაჲ“ XI ს. 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით ივანე ლიპარიტის ძესთან და [[ნიანია ბაღვაში|ნიანია]] ქუაბულის ძესთან ერთად ასახელებს ყველის ერისთავ მურვან ჯაყელს, რომლებიც გაუგზავნია ბაგრატ IV-ს (1027-1072) ქართლში ჩამომდგარი [[ამირა]] ფადლონის წინააღმდეგ. XI ს-ის შემდეგ წყაროებში ყველის საერისთავოს ხსენება ქრება. | + | '''ყველის ერისთავი''' - ყველის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. მისი არსებობა დასტურდება ყველის ციხეში ნაპოვნი ქვის სვეტის წარწერით: „საყდარი იოვანე [[ერისთავი|ერისთავისა]]“. წარწერის დათარიღების ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XI საუკუნეებს შორის თავსდება. „მატიანე ქართლისაჲ“ XI ს. 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით ივანე ლიპარიტის ძესთან და [[ნიანია ბაღვაში|ნიანია]] ქუაბულის ძესთან ერთად ასახელებს ყველის ერისთავ მურვან ჯაყელს, რომლებიც გაუგზავნია [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-ს (1027-1072) ქართლში ჩამომდგარი [[ამირა]] ფადლონის წინააღმდეგ. XI ს-ის შემდეგ წყაროებში ყველის საერისთავოს ხსენება ქრება. |
21:23, 15 მარტი 2021-ის ვერსია
ყველის ერისთავი - ყველის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. მისი არსებობა დასტურდება ყველის ციხეში ნაპოვნი ქვის სვეტის წარწერით: „საყდარი იოვანე ერისთავისა“. წარწერის დათარიღების ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XI საუკუნეებს შორის თავსდება. „მატიანე ქართლისაჲ“ XI ს. 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით ივანე ლიპარიტის ძესთან და ნიანია ქუაბულის ძესთან ერთად ასახელებს ყველის ერისთავ მურვან ჯაყელს, რომლებიც გაუგზავნია ბაგრატ IV-ს (1027-1072) ქართლში ჩამომდგარი ამირა ფადლონის წინააღმდეგ. XI ს-ის შემდეგ წყაროებში ყველის საერისთავოს ხსენება ქრება.
წყაროები და ლიტერატურა
Такаишвили 1907: 6; შოშიაშვილი 1980: 136; მატიანე ქართლისაჲ 1955: 310; სილოგავა 1983: 275; ბახტაძე 2003: 264.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017