ბანდაისძე იოანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბანდაისძე იოანე“ გადაიტანა გვერდზე „იოანე ბანდაისძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოანე ბანდაისძე“ გადაიტანა გვერდზე „ბანდაისძე იოანე“ გადამის...) |
22:48, 22 მარტი 2021-ის ვერსია
ბანდაისძე იოანე – (XIV საუკუნის I ნახევარი), ლარგვისის დეკანოზი და შემდეგ წინამძღვარი. სავარაუდოდ, ავგაროზისა და გრიგოლის უშუალო წინაპარი. იხსენიება მატიანეში „ძეგლი ერისთავთა“. მონაწილეობდა იერუსალიმის ქართული ეკლესია-მონასტრების გასათავისუფლებლად გიორგი V-ის მიერ პიპა ქვენიფნეველის მეთაურობით ეგვიპტის სულთანთან გაგზავნილ ელჩობაში (1316 წელი ან 1320 წელი). ელჩობის დროს იერუსალიმში აკურთხეს ლარგვისის წინამძღვრად (მოძღვართმოძღვრად) – უცნობია, ვინ აკურთხა, ან რატომ მოხდა მისი კურთხევა იერუსალიმში.