დიდი ჰერცოგი (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Didi hercogi.jpg|thumb|300პქ|დიდი ჰერცოგი]]
+
[[ფაილი:Didi hercogi.jpg|thumb|200პქ|დიდი ჰერცოგი]]
  
 
'''დიდი ჰერცოგი''' - '''[[Grand Duc]]''' – [[ქლიავი|ქლიავის]] ჯიში დიდ ჰერცოგი გამოყვანილია 1876 წელს ინგლისში, თომას რივერსის მიერ, შემოდგომის კომპოტის კურკიდან. [[საქართველო|საქართველოს]] რაიონებში ხშირად გვხვდება.
 
'''დიდი ჰერცოგი''' - '''[[Grand Duc]]''' – [[ქლიავი|ქლიავის]] ჯიში დიდ ჰერცოგი გამოყვანილია 1876 წელს ინგლისში, თომას რივერსის მიერ, შემოდგომის კომპოტის კურკიდან. [[საქართველო|საქართველოს]] რაიონებში ხშირად გვხვდება.

23:02, 28 მარტი 2021-ის ვერსია

დიდი ჰერცოგი

დიდი ჰერცოგი - Grand Ducქლიავის ჯიში დიდ ჰერცოგი გამოყვანილია 1876 წელს ინგლისში, თომას რივერსის მიერ, შემოდგომის კომპოტის კურკიდან. საქართველოს რაიონებში ხშირად გვხვდება.

ლამაზი, მსხვილი, ტრანსპორტის ამტანი ნაყოფის გამო დიდი ჰერცოგი სამრეწველო ჯიშად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს პირობებში, მსხმოიარობა კარგი იცის და კარგადაც ეგუება გარემო პირობებს, მხოლოდ ნაყოფი გემოთი მდარეა და არც იხმარება საჩირედ და კომპოტისათვის.

ხე საშუალო ზრდისაა, მაღალი, ვიწრო ვარჯით, ხშირი დატოტვით.

ფოთოლი მსხვილია, მუქი მწვანე, ბრჭყვიალა.

ყვავილობა ადრეულა აქვს. ჯიში თვითსტერილია.

ნაყოფი მსხვილია (5,2X4 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 41,6 გრამს უდრის. ნაყოფი უკუკვერცხისებრი ფორმისაა, ფუძესთან ემჩნევა ამობურცული რგოლი, გვერდები არათანასწორია.

ნაყოფის კანი მუქი მოწითალო-ლურჯი ფერისაა, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ფიფქი.

ნაყოფის ხორცი მკვრივია, მოყვითალო, ტკბილი გემოსი. კურკა არ სცილდება ნაყოფის ხორცს.

ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში, სექტემბრის დასაწყისში. ნაყოფი ნაკლებად ზიანდება სიდამპლით, მხოლოდ ნაყოფიჭამია აზიანებს მოსავალს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები