ინგლისური ხორბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
 
XX ს.-ის 30-50-იანი წლების მონაცემებით, მისი ნათესები დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებულია ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, აჭარასა და აფხაზეთში ''(მაისაია, 2009)'', აღმოსავლეთ საქართველოში - დუშეთსა და კახეთში აგრეთვე, მესხეთში ''(Менабде, 1929; კობახიძე, 1949; დეკაპრელევიჩი, 1948)''.
 
ა. კობახიძის (1949) მონაცემებით, ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული კახეთში. აქ გვხვდება მისი დაუტოტავი და დატოტვილი სახესხვაობები. ეს უკანასკნელი ცნობილია „კახური დატოტვილის“ სახელწოდებით. საქართველოში იგი სუფთა ნათესად მოჰყავდათ მესხეთში. 1874 წელს ა. ოვერინი მოიხსენიებს მესხეთში გავრცელებულ დატოტვილთავთავიან ხორბალს - T. vulgareVill.-ს ''(დეკაპრელევიჩი, 1948)''. მოგვიანებით, 1885 წ. ფ. კერნიკემ თ. ვულგარე-ის სახელწოდებით ცნობილი სახეობა მიაკუთვნა T. turgidum-s (Körnicke, 1885).
+
ა. კობახიძის (1949) მონაცემებით, ეს [[სახეობა]] ფართოდ არის გავრცელებული კახეთში. აქ გვხვდება მისი დაუტოტავი და დატოტვილი სახესხვაობები. ეს უკანასკნელი ცნობილია „კახური დატოტვილის“ სახელწოდებით. საქართველოში იგი სუფთა ნათესად მოჰყავდათ მესხეთში. 1874 წელს ა. ოვერინი მოიხსენიებს მესხეთში გავრცელებულ დატოტვილთავთავიან ხორბალს - T. vulgareVill.-ს ''(დეკაპრელევიჩი, 1948)''. მოგვიანებით, 1885 წ. ფ. კერნიკემ თ. ვულგარე-ის სახელწოდებით ცნობილი სახეობა მიაკუთვნა T. turgidum-s (Körnicke, 1885).
  
მცენარე მაღალმოზარდია, 100-165 სმ სიმაღლისა. აქვს მაგარი, ჩაწოლისადმი მდგრადი ღერო. ხასიათდება გრძელი სავეგეტაციო პერიოდით. გვხვდება, როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმები. ინგლისური ხორბლის სამეურნეო ღირსებაა მარცვლის კარგი ფქვილიანობა, გამძლეობა ჟანგას მიმართ და მაღალი მოსავლიანობა.
 
18:55, 30 მარტი 2021-ის ვერსია

ინგლისური ხორბალი – Triticum turgidum L.

ინგლისური ხორბალი - (Triticum turgidum L). საქართველოში ინგლისური ხორბლის კულტურის შესახებ პირველი ცნობა XIX ს.-ით თარიღდება (დეკაპრელევიჩი, 1948).

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ინგლისური ხორბლის ნათესები პირველად აღწერილია 1927 წ. აფხაზეთში, გაგრის მახლობლად (Бахтадзе, 1927). ლეჩხუმში ეს ხორბალი ცნობილია „თავთუხის“ სახელწოდებით.

XX ს.-ის 30-50-იანი წლების მონაცემებით, მისი ნათესები დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებულია ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, აჭარასა და აფხაზეთში (მაისაია, 2009), აღმოსავლეთ საქართველოში - დუშეთსა და კახეთში აგრეთვე, მესხეთში (Менабде, 1929; კობახიძე, 1949; დეკაპრელევიჩი, 1948).

ა. კობახიძის (1949) მონაცემებით, ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული კახეთში. აქ გვხვდება მისი დაუტოტავი და დატოტვილი სახესხვაობები. ეს უკანასკნელი ცნობილია „კახური დატოტვილის“ სახელწოდებით. საქართველოში იგი სუფთა ნათესად მოჰყავდათ მესხეთში. 1874 წელს ა. ოვერინი მოიხსენიებს მესხეთში გავრცელებულ დატოტვილთავთავიან ხორბალს - T. vulgareVill.-ს (დეკაპრელევიჩი, 1948). მოგვიანებით, 1885 წ. ფ. კერნიკემ თ. ვულგარე-ის სახელწოდებით ცნობილი სახეობა მიაკუთვნა T. turgidum-s (Körnicke, 1885).

მცენარე მაღალმოზარდია, 100-165 სმ სიმაღლისა. აქვს მაგარი, ჩაწოლისადმი მდგრადი ღერო. ხასიათდება გრძელი სავეგეტაციო პერიოდით. გვხვდება, როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმები. ინგლისური ხორბლის სამეურნეო ღირსებაა მარცვლის კარგი ფქვილიანობა, გამძლეობა ჟანგას მიმართ და მაღალი მოსავლიანობა.

წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები