გვიდო დ' არეცო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დ' არეცო გვიდო“ გადაიტანა გვერდზე „გვიდო დ' არეცო“ გადამისამარ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გვიდო დ' არეცო“ გადაიტანა გვერდზე „გვიდო არეცოელი“) |
22:32, 30 მარტი 2021-ის ვერსია
გვიდო დ'არეცო - Guido d'Arezzo გვიდო არეცოელი (990-იანი წწ. – 1050), იტალიელი მუსიკის თეორეტიკოსი, საგუნდო სიმღერების მასწავლებელი ტოსკანაში, მან მონასტერში შემოიღო 4-ხაზიანი სანოტო დგანი, რომლის ყოველ ხაზზე ხმის სიმაღლე ასოებით აღინიშნებოდა. ამ რეფორმამ ხელი შეუწყო მუსიკალური ნაწარმოების ზუსტად ჩაწერას და საფუძვლად დაედო თანამედროვე ნოტაციას. გვიდო დ'არეცომ სიმღერის სწავლების გასაადვილებლად შეიმუშავა მუსიკალური ბგერათა სახელწოდებების სისტემა, შემოიტანა 6-საფეხურიანი ბგერათა რიგი გარკვეული თანაფარდობის ინტერვალებით და აღნიშნა საფეხურები წმ. იოანეს ლათინური ჰიმნის პირველი ექვსი სტრიქონის საწყისი მარცვლებით – უტ, რე, მი, ფა, სოლ, ლა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")