კასტალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კასტალია''' – ''(ბერძნ.)'' ნიმფა, ზღვის ღმერთის, [[აქელო...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:ნიმფები]] |
16:09, 23 დეკემბერი 2016-ის ვერსია
კასტალია – (ბერძნ.) ნიმფა, ზღვის ღმერთის, აქელოოსის ქალიშვილი. აპოლონმა თვალი მოჰკრა თუ არა პარნასოსზე მოსეირნე კასტალიას, მოიხიბლა მისი მშვენებით და დაედევნა. თავი რომ დაეღწია მისი ალერსისგან, ნიმფამ იქვე მდინარ ნაკადულში სცადა მიმალვა: იგი წყაროდ გარდაისახა, ხოლო ამ წყაროს მისი სახელი ეწოდა. მას შემდეგ კასტალია აპოლონისა და მუზების წმინდა წყაროა. დელფოს ორაკულთან მისული მომლოცველები პირველად მის წყალში განიბანებოდნენ ხოლმე.
ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული კასტალია პოეზიის სიმბოლოდ იქცა. გადატანითი მნიშვნელობით კი დღეს იგი შთაგონების წყაროდ მოიაზრება.