ახარი დური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ახარი დურ-ი''' ''(ოს. Ахæры дур – „მჭამელი ქვა“)'' – ყოვლისმყლაპველი და ყოვლისგამანადგურებელი ქვა, რომელიც, ოსების რწმენით, განკითხვის ჟამს (хъаймæты бон – „მძიმე დღე“) ჩამოვარდება და უზარმაზარ ხახაში მოიქცევს დედამიწას თავისი მცენარეული და ცხოველური სამყაროთი, შემდეგ კი ჩაყლაპავს ციურ მნათობებს. მზისა და მთვარის დასაბრუნებლად ახარი დურს თავს დაესხმიან | + | '''ახარი დურ-ი''' ''(ოს. Ахæры дур – „მჭამელი ქვა“)'' – ყოვლისმყლაპველი და ყოვლისგამანადგურებელი ქვა, რომელიც, ოსების რწმენით, განკითხვის ჟამს (хъаймæты бон – „მძიმე დღე“) ჩამოვარდება და უზარმაზარ ხახაში მოიქცევს დედამიწას თავისი მცენარეული და ცხოველური სამყაროთი, შემდეგ კი ჩაყლაპავს ციურ მნათობებს. მზისა და მთვარის დასაბრუნებლად ახარი დურს თავს დაესხმიან ხურხორთა და მაიხორთა. ამ ჭიდილის დროს ახარი დური გადმოყრის მნათობებსა და დედამიწას. მზისა და მთვარის დანახვისთანავე ხურხორთა და მაიხორთა ქვას თავს მიანებებენ და ციურ მნათობებს დაედევნებიან. ასე გაგრძელდება განკითხვის მომავალ ჟამამდე, როცა ყველაფერი კვლავ ზემოაღნიშნული სცენარით წარიმართება. |
მიმდინარე ცვლილება 20:05, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით
ახარი დურ-ი (ოს. Ахæры дур – „მჭამელი ქვა“) – ყოვლისმყლაპველი და ყოვლისგამანადგურებელი ქვა, რომელიც, ოსების რწმენით, განკითხვის ჟამს (хъаймæты бон – „მძიმე დღე“) ჩამოვარდება და უზარმაზარ ხახაში მოიქცევს დედამიწას თავისი მცენარეული და ცხოველური სამყაროთი, შემდეგ კი ჩაყლაპავს ციურ მნათობებს. მზისა და მთვარის დასაბრუნებლად ახარი დურს თავს დაესხმიან ხურხორთა და მაიხორთა. ამ ჭიდილის დროს ახარი დური გადმოყრის მნათობებსა და დედამიწას. მზისა და მთვარის დანახვისთანავე ხურხორთა და მაიხორთა ქვას თავს მიანებებენ და ციურ მნათობებს დაედევნებიან. ასე გაგრძელდება განკითხვის მომავალ ჟამამდე, როცა ყველაფერი კვლავ ზემოაღნიშნული სცენარით წარიმართება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
- Чибиров Л. А. Древние культы // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
- Дарчмев А. В. Об одном мотиве осетинского лунарного мифа // IV Миллеровские чтения с международным участием. Материалы научной конференции 11-12 ноября 2014 г. Владикавказ, 2014.