ალავერდის სავიკარიო
(ახალი გვერდი: '''ალავერდის სავიკარიო''' - საქართველოში რუსული მმართველობი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
| + | |||
[[კატეგორია:საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:53, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით
ალავერდის სავიკარიო - საქართველოში რუსული მმართველობის დროს დაარსებული საეპისკოპოსო კათედრა, რომლის ეპისკოპოსი ითვლებოდა საქართველოს საეგზარქოსოს მეორე ვიკარად (ქორეპისკოპოსად). შეიქმნა 1886 წ. მარტში.
ალავერდის სავიკარიო მოიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს (ახლანდ. ახმეტის, თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს). ალავერდის სავიკარიოს ეპისკოპოსთა რეზიდენცია იყო შუამთის მონასტერში, კათედრა – ალავერდის ჯვართამაღლების (ყოფ. წმ. გიორგის) ტაძარში. 1886-1912 წწ. ალავერდელი ეპისკოპოსები იყვნენ: 1886-1898 წწ. – ბესარიონი (დადიანი), 1898-1900 წწ. – ნმ. კირიონი (საძაგლიშვილი), 1902-1903 წწ. – დიმიტრი (აბაშიძე, სქემაში ანტონი), 1903-1905 წწ. – ექვთიმე (ელიაშვილი, ელიევი), 1905-1907 წწ. პეტრე (კონჭოშვილი), 1907-1912 წწ. – დავითი (კაჭახიძე), 1916-1917 წწ. – პიროსი (ოქროპორიძე). ალავერდის სავიკარიო გაუქმდა 1917 წ.
ნ. აბაშიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
Кирион Е., Краткий очерк истории Грузинской Церкви и экзархата за XIX столетие, тфл., 1901.