ალექსი-მესხიშვილი გიორგი ალექსის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
 
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]  
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]  
 
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]
 
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]
 
[[კატეგორია:ალექსი-მესხიშვილები]]
 
[[კატეგორია:ალექსი-მესხიშვილები]]

23:03, 11 აპრილი 2021-ის ვერსია

ალექსი-მესხიშვილი გიორგი ალექსის ძე - (დაბადების და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია), დახელოვნებული და ნაყოფიერი კალიგრაფი.

აღიზარდა ანტონ-I ის კარზე. 1765-1779 წლებში ანჩისხატის ტაძრის დეკანოზია. ქადაგებების ავტორი (S 1168). გიორგი ერთნაირი ოსტატობით წერს მხედრულად და ნუსხურად: „მრავალი წიგნნი გადაწერა სკოლებისათვის მხედრულის ხელით“. გადაწერა როგორც საერო და სასულიერო, ისე ფილოსოფიური და საისტორიო ხასიათის არაერთი ნაწარმოები და საბუთი. მის მიერ გადაწერილი 21 ხელნაწერიდან აღსანიშნავია:
1. სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე სიცრუისა, 1759 წ. (S 3047);
2. დავით უძლეველი, არისტოტელეს „პერიარმენიას“ განმარტება 1764 წ. (S 2563);
3. ლოცვანი, 1766 წ. (H 158);
4. საეკლესიო კრებული, 1768 წ. (A 239);
5. ეკლესიის კურთხევის წიგნი, 1771 წ. (Q 70);
6. ანტონ I, თვენი, 1778-1779 წწ. (Q 59);
7. დავით ბატონიშვილი, გრამატიკა, 1792 წ. (S 3443).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები