ანტონ ტბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანტონ ტბელი''' - (XI ს. II ნახ.), შავი მთის ქართული მონასტრის ბერი, ...)
 
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]

23:19, 11 აპრილი 2021-ის ვერსია

ანტონ ტბელი - (XI ს. II ნახ.), შავი მთის ქართული მონასტრის ბერი, ეფრემ მცირის თანამოღვაწე, ეფრემის თარგმანთა ერთ-ერთი დამკვეთი. ეფრემს ზოგიერთი თხზულება უთარგმნია „ბრძანებითა წმიდისა მამისა ანტონი ტბელისაითა“ და „ლოცვითა _ ბერთა ჩუენთა საბავს და ანტონისითა“ (S 1276).

ანტონ ტბელის ზედწოდება, „ტბელი“, მიანიშნებს, რომ იგი წარმოშობით სამცხიდან იყო, ან მოღვაწეობდა ტბეთში. ანტონ ტბელი სხვა თვალსაჩინო ქართველ სასულიერო პირებთან ერთად მოხსენიებულია (როგორც გარდაცვლილი) რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერის“ სინოდიკონში: „დაუსრულებელისა ნეტარებისა მკუდრთა ბერთა ჩუენთა... ანტონ ტბელისა და ეფრემ მცირისაც, საუკუნომცა არს ხსენებამ და კურთხევან მათი“, რაც მისი დიდი ავტორიტეტისა და ეკლესიის წინაშე დამსახურების მაჩვენებელია.

ე. გაბიძაშვილი

ლიტერატურა

გაბიძაშვილი ე., რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბ., 1978; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2007.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები