ზოდიაქო
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ზოდიაქო''' – ''(ბერძნ.)'' „ზოდიაქო“ ნიშნავს ცხოველურს. ამ | + | '''ზოდიაქო''' – ''(ბერძნ.)'' „ზოდიაქო“ ნიშნავს ცხოველურს. ამ შემთხვევაში იგულისხმება „ძოდიაქოს კიკლოს“ ანუ „ცხოველური წრე“. |
| − | შემთხვევაში იგულისხმება „ძოდიაქოს კიკლოს“ ანუ „ცხოველური | + | |
| − | წრე“. | + | |
| − | ვარსკვლავთა ღვთაებებად წარმოსახვა | + | ვარსკვლავთა ღვთაებებად წარმოსახვა უხსოვარი დროიდან დაიწყეს ადამიანებმა. მათ ვარსკვლავები |
| − | უხსოვარი დროიდან დაიწყეს ადამიანებმა. მათ ვარსკვლავები | + | ჯგუფებად განაცალკევეს და ცხოველთა, მცენარეთა თუ საგანთა სახელები შეარქვეს. |
| − | ჯგუფებად განაცალკევეს და ცხოველთა, მცენარეთა თუ საგანთა | + | |
| − | სახელები შეარქვეს | + | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ძვ.წ. III საუკუნეში ალექსანდრიელმა სწავლულებმა თავი მოუყარეს [[ანტიკურობა|ანტიკურ]] წარმოდგენებს მნათობებზე და მოძღვრების სახე მისცეს. აღმოჩნდა, რომ 88 თანავარსკვლავედიდან 46 დაკავშირებულია მითოსთან, უპირატესად კი ძველბერძნულ თქმულებებთან: დიდი დათვის თანავარსკვლავედს საფუძვლად უდევს [[კალისტო]]ს ამბავი. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | მეეტლის თანავარსკვლავედს – [[მირტილოსი]]ს მითოსი (არის სხვა ვერსიებიც: მეეტლის თანავარსკვლავედად გარდაისახა ან ავტომედონი, ან ერეხთევსი ან [[ჰიპოლიტოსი]]). ცნობილია აგრეთვე [[ჰერაკლე]]ს, დელფინის (არიონის ან [[დიონისე]]სა და ტირსენიელი მეკობრეების თქმულებებიდან), დრაკონის (ეს ლადონია, [[ჰესპერიდები]]ს ბაღს რომ იცავდა), გველისმპყრობლის ([[ასკლეპიოსი]]), [[პერსევსი]]ს, [[ანდრომედე]]ს (პერსევსის მითოსიდან) თანავარსკვლავედები. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | [[ | + | |
| − | + | ||
| − | [[ | + | |
| − | + | ||
| − | ზოდიაქო უწოდეს ცის სფეროს წარმოსახვით [[სარტყელი|სარტყელს]], მზის | + | ხომალდი [[არგო]] ([[არგონავტები|არგონავტების]] ციკლიდან) ოთხ თანავარსკვლავედად დანაწილდა (კილის, კიჩოს, აფრებისა და [[კომპასი|კომპასის]]). |
| − | წლიური მოძრაობის გზას. ამ გზაზე თორმეტი თანავარსკვლავედია | + | |
| − | განლაგებული. ყოველ მათგანს აქვს თავისი ნიშანი, რომელიც | + | ძველების რწმენით, ირმის ნახტომი, ცის იკანკლედი, [[ჰერა]]ს მიერ დაღვრილი რძე იყო ჰერაკლეს მითოსიდან. |
| − | მეტწილად რომელიმე ცხოველის სახელით არის სახელდებული. | + | |
| − | ზოდიაქოს ნიშნებია: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, | + | [[ორიონი]] – [[არტემისი]]ს (ან მორიელის) მიერ [[განგმირვა|განგმირული]] მონადირეა. [[პეგასოსი]] – [[ბელეროფონი|ბელეროფონის]] ფრთოსანი [[რაში (ცხენი)|რაში]]. გედი – კიკნოსი, ფაეთონის მეგობარი და ა.შ. |
| − | ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, | + | |
| − | თევზები. ძველად ამ თანავარსკვლავედთა წარმოშობას | + | ზოდიაქო უწოდეს ცის სფეროს წარმოსახვით [[სარტყელი|სარტყელს]], მზის წლიური მოძრაობის გზას. ამ გზაზე თორმეტი თანავარსკვლავედია განლაგებული. ყოველ მათგანს აქვს თავისი ნიშანი, რომელიც მეტწილად რომელიმე ცხოველის სახელით არის სახელდებული. |
| − | ასე ხსნიდნენ: ვერძი ის ოქროს ცხვარია, რომლის საწმისის | + | |
| − | მოსაპოვებლადაც არგონავტებმა კოლხეთისაკენ გაილაშქრეს. | + | ზოდიაქოს ნიშნებია: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები. |
| − | კურო – ხარია, [[ევროპე]] რომ მოიტაცა. ტყუპები – [[დიოსკურები]] | + | |
| − | ([[კასტორი]] და [[პოლიდევკესი]]) არიან. კირჩხიბი – ის კიბორჩხალაა | + | ძველად ამ თანავარსკვლავედთა წარმოშობას ასე ხსნიდნენ: ვერძი ის ოქროს ცხვარია, რომლის საწმისის |
| − | ჰერაკლეს რომ ფეხში ჩაეჭდო, როდესაც გმირი [[ლერნეს ჰიდრა]]ს | + | მოსაპოვებლადაც [[არგონავტები|არგონავტებმა]] კოლხეთისაკენ გაილაშქრეს. კურო – ხარია, [[ევროპე]] რომ მოიტაცა. ტყუპები – [[დიოსკურები]] ([[კასტორი]] და [[პოლიდევკესი]]) არიან. კირჩხიბი – ის კიბორჩხალაა [[ჰერაკლე|ჰერაკლეს]] რომ ფეხში ჩაეჭდო, როდესაც [[გმირი]] [[ლერნეს ჰიდრა]]ს ებრძოდა. ლომი – რა თქმა უნდა, [[ნემეას ლომი]]ა, ჰერაკლეს პირველი [[გმირობა|გმირობის]] მსხვერპლი. ქალწული – „მართალგანგების“ განმასახიერებელი ღვთაებაა, ხოლო მის გვერდით სასწორია – სამართლიანობის [[სიმბოლო]]. მორიელი ის ურჩხულია, ორიონი რომ დაღუპა თავისი ნაკბენით. მშვილდოსანზე, თხის რქაზე, |
| − | ებრძოდა. ლომი – რა თქმა უნდა, [[ნემეას ლომი]]ა, ჰერაკლეს | + | მერწულსა და თევზებზე დაბეჯითებით ვერაფერს გადმოგვცემენ ბერძნები. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მშვილდოსანი [[კენტავრები|კენტავრი]] [[ფოლოსი]] იყოს, ხოლო მერწყული – [[ზევსი]]ს მერიქიფე [[განიმედესი]] ანდა სულაც [[დევკალიონი]], მსოფლიო წარღვნის გმირი. |
| − | პირველი გმირობის მსხვერპლი. ქალწული – „მართალგანგების“ | + | |
| − | განმასახიერებელი ღვთაებაა, ხოლო მის გვერდით სასწორია – | + | |
| − | სამართლიანობის სიმბოლო. მორიელი ის ურჩხულია, ორიონი | + | |
| − | რომ დაღუპა თავისი ნაკბენით. მშვილდოსანზე, თხის რქაზე, | + | |
| − | მერწულსა და თევზებზე დაბეჯითებით ვერაფერს გადმოგვცემენ | + | |
| − | ბერძნები. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მშვილდოსანი | + | |
| − | [[კენტავრები|კენტავრი]] [[ფოლოსი]] იყოს, ხოლო მერწყული – [[ზევსი]]ს მერიქიფე | + | |
| − | [[განიმედესი]] ანდა სულაც [[დევკალიონი]], მსოფლიო წარღვნის | + | |
| − | გმირი. | + | |
| ხაზი 54: | ხაზი 26: | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ასტრონომია]] |
| + | [[კატეგორია:ანტიკური ასტრონომია]] | ||
| + | [[კატეგორია:ზოდიაქო]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:46, 14 აპრილი 2021 მდგომარეობით
ზოდიაქო – (ბერძნ.) „ზოდიაქო“ ნიშნავს ცხოველურს. ამ შემთხვევაში იგულისხმება „ძოდიაქოს კიკლოს“ ანუ „ცხოველური წრე“.
ვარსკვლავთა ღვთაებებად წარმოსახვა უხსოვარი დროიდან დაიწყეს ადამიანებმა. მათ ვარსკვლავები ჯგუფებად განაცალკევეს და ცხოველთა, მცენარეთა თუ საგანთა სახელები შეარქვეს.
ძვ.წ. III საუკუნეში ალექსანდრიელმა სწავლულებმა თავი მოუყარეს ანტიკურ წარმოდგენებს მნათობებზე და მოძღვრების სახე მისცეს. აღმოჩნდა, რომ 88 თანავარსკვლავედიდან 46 დაკავშირებულია მითოსთან, უპირატესად კი ძველბერძნულ თქმულებებთან: დიდი დათვის თანავარსკვლავედს საფუძვლად უდევს კალისტოს ამბავი.
მეეტლის თანავარსკვლავედს – მირტილოსის მითოსი (არის სხვა ვერსიებიც: მეეტლის თანავარსკვლავედად გარდაისახა ან ავტომედონი, ან ერეხთევსი ან ჰიპოლიტოსი). ცნობილია აგრეთვე ჰერაკლეს, დელფინის (არიონის ან დიონისესა და ტირსენიელი მეკობრეების თქმულებებიდან), დრაკონის (ეს ლადონია, ჰესპერიდების ბაღს რომ იცავდა), გველისმპყრობლის (ასკლეპიოსი), პერსევსის, ანდრომედეს (პერსევსის მითოსიდან) თანავარსკვლავედები.
ხომალდი არგო (არგონავტების ციკლიდან) ოთხ თანავარსკვლავედად დანაწილდა (კილის, კიჩოს, აფრებისა და კომპასის).
ძველების რწმენით, ირმის ნახტომი, ცის იკანკლედი, ჰერას მიერ დაღვრილი რძე იყო ჰერაკლეს მითოსიდან.
ორიონი – არტემისის (ან მორიელის) მიერ განგმირული მონადირეა. პეგასოსი – ბელეროფონის ფრთოსანი რაში. გედი – კიკნოსი, ფაეთონის მეგობარი და ა.შ.
ზოდიაქო უწოდეს ცის სფეროს წარმოსახვით სარტყელს, მზის წლიური მოძრაობის გზას. ამ გზაზე თორმეტი თანავარსკვლავედია განლაგებული. ყოველ მათგანს აქვს თავისი ნიშანი, რომელიც მეტწილად რომელიმე ცხოველის სახელით არის სახელდებული.
ზოდიაქოს ნიშნებია: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები.
ძველად ამ თანავარსკვლავედთა წარმოშობას ასე ხსნიდნენ: ვერძი ის ოქროს ცხვარია, რომლის საწმისის მოსაპოვებლადაც არგონავტებმა კოლხეთისაკენ გაილაშქრეს. კურო – ხარია, ევროპე რომ მოიტაცა. ტყუპები – დიოსკურები (კასტორი და პოლიდევკესი) არიან. კირჩხიბი – ის კიბორჩხალაა ჰერაკლეს რომ ფეხში ჩაეჭდო, როდესაც გმირი ლერნეს ჰიდრას ებრძოდა. ლომი – რა თქმა უნდა, ნემეას ლომია, ჰერაკლეს პირველი გმირობის მსხვერპლი. ქალწული – „მართალგანგების“ განმასახიერებელი ღვთაებაა, ხოლო მის გვერდით სასწორია – სამართლიანობის სიმბოლო. მორიელი ის ურჩხულია, ორიონი რომ დაღუპა თავისი ნაკბენით. მშვილდოსანზე, თხის რქაზე, მერწულსა და თევზებზე დაბეჯითებით ვერაფერს გადმოგვცემენ ბერძნები. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მშვილდოსანი კენტავრი ფოლოსი იყოს, ხოლო მერწყული – ზევსის მერიქიფე განიმედესი ანდა სულაც დევკალიონი, მსოფლიო წარღვნის გმირი.