პანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Pano kolxeTi.PNG|thumb|200პქ|ქუთაისის პანო „კოლხეთი“]] | ||
'''პანო''' - (ფრ. panneau ლათინურიდან. pannus — ნაჭრის ნაწილი), კედლის ან ჭერის ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა. | '''პანო''' - (ფრ. panneau ლათინურიდან. pannus — ნაჭრის ნაწილი), კედლის ან ჭერის ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა. | ||
22:40, 19 მაისი 2021-ის ვერსია
პანო - (ფრ. panneau ლათინურიდან. pannus — ნაჭრის ნაწილი), კედლის ან ჭერის ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა.
პანო ჰქვია ზეთით, ტემპერით ან სხვა საღებავით დახატულ სურათს, რომელიც კედლის ან ჭერის გარკვეულ ნაწილს ფარავს. პანო შეიძლება კედელზე დროებითაც დამაგრდეს, შეიძლება მუდმივიც იყოს. პანო სრულდება მოზაიკური, კერამიკული, ხეზე კვეთილი და სხვა ამგვარი სახით.
სკულპტურული ან ფერწერული გამოსახულებით დაფარულ კედლის ნაწილსაც პანო ჰქვია.
წყარო
სახვითი ხელოვნება. ნელი როსტომაშვილი