ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ბაგრატ IV''' – (დაახლ. 1018-24.11.1072), ერთიანი [[საქართველო]]ს მეფე 1027-1072  წწ. [[გიორგი I]]-ის ძე. 1022 წელს  საქართველო-ბიზანტიის ხელშეკრულების ძალით, იმპერატორმა ბასილი II-მ იგი კონსტანტინოპოლში წაიყვანა მძევლად, სადაც პატარა უფლისწულმა სამი წელი გატარა. 1025 წელს სიკვდილის წინ ბასილიმ იგი სამშობლოში გამოგზავნა.   
 
'''ბაგრატ IV''' – (დაახლ. 1018-24.11.1072), ერთიანი [[საქართველო]]ს მეფე 1027-1072  წწ. [[გიორგი I]]-ის ძე. 1022 წელს  საქართველო-ბიზანტიის ხელშეკრულების ძალით, იმპერატორმა ბასილი II-მ იგი კონსტანტინოპოლში წაიყვანა მძევლად, სადაც პატარა უფლისწულმა სამი წელი გატარა. 1025 წელს სიკვდილის წინ ბასილიმ იგი სამშობლოში გამოგზავნა.   
  
მამის, გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, ცხრა  წლის [[ბაგრატიონები|ბაგრატმა]] სამეფო  ტახტი დაიკავა. მონარქის მცირეწლოვანების გამო ქვეყანას ფაქტობრივად დედოფალი მარიამი განაგებდა.  გიორგი I-ის გარდაცვალებით ისარგებლეს ცენტრალური ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილმა  ამიერტაოს ფეოდალებმა და  თავიანთი ციხეები ბიზანტიელებს გადასცეს. ამ მოვლენას უშუალოდ მოჰყვა იმპერიის [[ჯარები]]ს საქართველოში  შემოჭრა. 1028 წელს ნიკოლოზ პარაკიმომენის [[სარდლობა|სარდლობით]] ბიზანტიელებმა მოარბიეს ჯავახეთი და [[თრიალეთი]], მეორე სარდალმა იოანე ხარტულარმა კი შავშეთ-კლარჯეთი  დალაშქრა. ამ უკანასკნელთან ერთად იბრძოდა [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის  მიერ ამოწყვეტილი კლარჯი  ხელმწიფეების ნაშიერი დემეტრე.
+
მამის, გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, ცხრა  წლის [[ბაგრატიონები|ბაგრატმა]] სამეფო  ტახტი დაიკავა. მონარქის მცირეწლოვანების გამო ქვეყანას ფაქტობრივად დედოფალი მარიამი განაგებდა.  გიორგი I-ის გარდაცვალებით ისარგებლეს ცენტრალური ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილმა  ამიერტაოს ფეოდალებმა და  თავიანთი ციხეები ბიზანტიელებს გადასცეს. ამ მოვლენას უშუალოდ მოჰყვა იმპერიის [[ჯარები]]ს საქართველოში  შემოჭრა. 1028 წელს ნიკოლოზ პარაკიმომენის [[სარდლობა|სარდლობით]] ბიზანტიელებმა მოარბიეს [[ჯავახეთი]] და [[თრიალეთი]], მეორე სარდალმა იოანე ხარტულარმა კი შავშეთ-კლარჯეთი  დალაშქრა. ამ უკანასკნელთან ერთად იბრძოდა [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის  მიერ ამოწყვეტილი კლარჯი  ხელმწიფეების ნაშიერი დემეტრე.
  
 
1028 წელს, იმპერატორ  კონსტანტინე VIII-ის გარდაცვალებისთანავე, [[საომარი მოქმედებების შეწყვეტა|საომარი მოქმედებები საქართველოში შეწყდა]]. ახალმა იმპერატორმა, რომანოზ III არგიროსმა, ნიკოლოზ პარაკიმომენი საქართველოდან გაიწვია. ამას მოჰყვა მარიამ დედოფლის  ვიზიტი კონსტანტინოპოლში, რომელმაც საბოლოოდ დაარეგულირა საქართველო-ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობები. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს კურაპალატობა უბოძა  და ცოლად თავისი ძმისშვილი, ელენე შერთო. ბაგრატ IV-ისა და ელენეს ჯვრისწერა ბანის ტაძარში შედგა.
 
1028 წელს, იმპერატორ  კონსტანტინე VIII-ის გარდაცვალებისთანავე, [[საომარი მოქმედებების შეწყვეტა|საომარი მოქმედებები საქართველოში შეწყდა]]. ახალმა იმპერატორმა, რომანოზ III არგიროსმა, ნიკოლოზ პარაკიმომენი საქართველოდან გაიწვია. ამას მოჰყვა მარიამ დედოფლის  ვიზიტი კონსტანტინოპოლში, რომელმაც საბოლოოდ დაარეგულირა საქართველო-ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობები. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს კურაპალატობა უბოძა  და ცოლად თავისი ძმისშვილი, ელენე შერთო. ბაგრატ IV-ისა და ელენეს ჯვრისწერა ბანის ტაძარში შედგა.

16:07, 8 ივლისი 2021-ის ვერსია

ბაგრატ IV.
სრულიად საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში.

ბაგრატ IV – (დაახლ. 1018-24.11.1072), ერთიანი საქართველოს მეფე 1027-1072 წწ. გიორგი I-ის ძე. 1022 წელს საქართველო-ბიზანტიის ხელშეკრულების ძალით, იმპერატორმა ბასილი II-მ იგი კონსტანტინოპოლში წაიყვანა მძევლად, სადაც პატარა უფლისწულმა სამი წელი გატარა. 1025 წელს სიკვდილის წინ ბასილიმ იგი სამშობლოში გამოგზავნა.

მამის, გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, ცხრა წლის ბაგრატმა სამეფო ტახტი დაიკავა. მონარქის მცირეწლოვანების გამო ქვეყანას ფაქტობრივად დედოფალი მარიამი განაგებდა. გიორგი I-ის გარდაცვალებით ისარგებლეს ცენტრალური ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილმა ამიერტაოს ფეოდალებმა და თავიანთი ციხეები ბიზანტიელებს გადასცეს. ამ მოვლენას უშუალოდ მოჰყვა იმპერიის ჯარების საქართველოში შემოჭრა. 1028 წელს ნიკოლოზ პარაკიმომენის სარდლობით ბიზანტიელებმა მოარბიეს ჯავახეთი და თრიალეთი, მეორე სარდალმა იოანე ხარტულარმა კი შავშეთ-კლარჯეთი დალაშქრა. ამ უკანასკნელთან ერთად იბრძოდა ბაგრატ III-ის მიერ ამოწყვეტილი კლარჯი ხელმწიფეების ნაშიერი დემეტრე.

1028 წელს, იმპერატორ კონსტანტინე VIII-ის გარდაცვალებისთანავე, საომარი მოქმედებები საქართველოში შეწყდა. ახალმა იმპერატორმა, რომანოზ III არგიროსმა, ნიკოლოზ პარაკიმომენი საქართველოდან გაიწვია. ამას მოჰყვა მარიამ დედოფლის ვიზიტი კონსტანტინოპოლში, რომელმაც საბოლოოდ დაარეგულირა საქართველო-ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობები. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს კურაპალატობა უბოძა და ცოლად თავისი ძმისშვილი, ელენე შერთო. ბაგრატ IV-ისა და ელენეს ჯვრისწერა ბანის ტაძარში შედგა.

1032 წელს ახლო ხანებში გარდაიცვალა დედოფალი ელენე, რამაც მკვეთრად შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური კურსი. 1033 წელს ბიზანტიის გარნიზონები ანაკოფიის ციხეში იდგნენ. ამავე პერიოდში ლიპარიტ ბაღვაშმა და ივანე აბაზასძემ მუხათგვერდთან შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ბაგრატ IV-ს მიჰგვარეს. მეფემ გარკვეული პირობით ჯაფარი კვლავ თბილისში დააბრუნა. 1038 წელს ახლო ხანებში საქართველოს მეფემ კლდეკარის ერისთავის წაქეზებით, შეუტია თბილისის საამიროს და ქალაქს ალყა შემოარტყა. მაგრამ ბოლო მომენტში ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშთან შეუთანხმებლად თბილისის გარემოცვა მოხსნა და კახეთ-ჰერეთზე გაილაშქრა. ამით განაწყენებულმა კლდეკარის ერისთავმა 1041 წლის დასაწყისში აჯანყება დაიწყო. საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც თითქმის ორი ათეული წელი გაგრძელდა.

1045 წელს ბაგრატ IV-ს თბილისის ბერები ეწვივნენ და ქალაქი გადასცეს. ამავე პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა ბიზანტიასთან, ქვეყნის შიგნით კი - ლიპარიტ ბაღვაშთან. ბერძნების ჯარით ზურგგამაგრებული ლიპარიტ ბაღვაში საქართველოში შემოიჭრა. ბაგრატ IV-მ თბილისი მიატოვა და ჯავახეთში დაბანაკდა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ ძალები არათანაბარი იყო, მიატოვა ჯავახეთი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. გადამწყვეტი ბრძოლა 1046 წელს მოხდა სასირეთის ჭალასთან. მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატ IV-ს მხარეზე იბრძოდნენ დაქირავებული ვარანგები (ვიკინგები), მეფე სასტიკად დამარცხდა. მცირე ხნის შემდეგ მეფე შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას და ლიპარიტ ბაღვაშის დასასჯელად დიდი ლაშქრობა მოაწყო, მაგრამ არყის ციხესთან ამჯერადაც დამარცხდა.

სამოქალაქო ომმა უკიდურესად დაძაბა პოლიტიკური ვითარება, 1048 წელს, ლიპარიტის თურქ-სელჩუკთაგან შეპყრობის შემდეგ, სამხრეთ საქართველოში კვლავ აღდგა ცენტრალური ხელისუფლების გავლენა, მაგრამ ეს წარმატებაც ხანმოკლე აღმოჩნდა. 1051 წელს ლიპარიტ ბაღვაში თურქთა ტყვეობიდან გათავისუფლდა და ბიზანტიელთა ჯარის თანხლებით კვლავ საქართველოში შემოიჭრა. მოკლე ხანში კლდეკარის ერისთავმა კვლავ თავისი გავლენის სფეროში მოაქცია სამხრეთ საქართველოს ძირითადი ციხეები. ბაგრატ IV-მ ქვეყნისათვის ამ მეტად კრიტიკულ ვითარებაში მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – იგი თავად ეახლა ლიპარიტ ბაღვაშის მფარველსა და მხარდამჭერს – ბიზანტიის იმპერატორს კონსტანტინე IX მონომახს.

კონსტანტინოპოლში წასვლამდე ბაგრატ IV-მ სამეფო თავის ვაჟს, გიორგის გადასცა: „დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა“... და თავად „წარვიდა საბერძნეთს“, – დასძენს „მატიანე ქართლისას“ ავტორი. იმპერატორთან ჩასულ საქართველოს მეფეს საკმაოდ დიდი ხანი – სამი წელი – მოუწია ბიზანტიაში დარჩენა. მისი საპატიო ტყვეობა ბოლოს და ბოლოს დასრულდა იმ გარიგებით, რომელიც კონსტანტინე მონომახის შუამდგომლობით დაიდო ლიპარიტ ბაღვაშსა და ბაგრატ IV-ს შორის. 1055 წელს იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში დაბრუნდა. მალე სამეფო კარმა ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობაც მოახერხა და კვლავ განავრცო თავისი ძალაუფლება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოზე. ბაგრატ IV-მ 1060 წლისთვის შეძლო აბაზასძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთა შეპყრობა, რომელთაც მეფის მოკვლა ჰქონდათ განზრახული.

XI საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოს საგარეო მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 1064 წელს და 1068 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა სასტიკად მოაოხრა სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. სიცოცხლის ბოლო წლებში ბაგრატ IV შეეცადა თბილისის და კახეთ-ჰერეთის შემოერთებას. ამავე პერიოდში მეფემ თავისი მეუღლის – ბორენა დედოფლის – ძმა ოსთა მეფე დორღოლელი მოიწვია ორმოცათასიანი ჯარით. გაერთიანებული ჯარი ბაგრატ IV-მ გიორგი უფლისწულის მეთაურობით განძაზე ალაშქრა.

ამ ამბების შემდეგ ბაგრატ IV-ს დიდხანს აღარ უცოცხლია. სამშვილდის ტბასთან მდგომ მეფეს „დაეცა სალმობა მუცლისა“. მომაკვდავი მეფე მარაბდაში წაიყვანეს, მაგრამ ტკივილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა. 1072 წლის 24 ნოემბერს ბაგრატ IV გარდაიცვალა. მეფე დიდი პატივით ჭყონდიდს წაასვენეს და თავისსავე აშენებულ საძვალეში დაკრძალეს.

ბაგრატ IV-ს მეფობის წლებში დასრულდა სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობა. მის დროს საქართველოს ეკლესიას სათავეში ედგნენ წმ. მელქისედეკ I, რომელიც რამდენჯერმე ეწვია ბიზანტიას და ცნობილია, როგორც სვეტიცხოვლის „მეორედ აღმშენებელი“, იოანე V, გიორგი III (ტაოელი) და გაბრიელ III (საფარელი). ბაგრატ IV-ის თხოვნით, საქართველოში საეკლესიო საქმეების მოწესრიგების მიზნით იმყოფებოდა გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც ბაგრატ IV-მ ჭყონდიდის მღვდელმთავრობაც შესთავაზა. „მატიანე ქართლისას“ ავტორის მიხედვით, ბაგრატ IV იყო „კაცი სახითა უშუენიერესი ყოველითა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სჳანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათჳს, უხჳ ალაგთა ზედა.“

ჯ. სამუშია


ლიტერატურა

  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ. თბ., 2000;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წ. 2 თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).]]

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები