გარმონიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გარმონიკა“ გადაიტანა გვერდზე „ჰარმონიკა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰარმონიკა“ გადაიტანა გვერდზე „გარმონიკა“ გადამისამართებაზე) |
19:27, 20 აგვისტო 2021-ის ვერსია
გარმონი, გარმონიკა - (რუს. гармонь, гармонишка ხმაშეწყობილი, ჰარმონიული ბერძნ. harmonikos ხმაშეწყობილი, ჰარმონიული) ენაკიანი მუსიკალური საკრავი, რომლის ლითონის ენაკების რხევას იწვევს გაწელვა-შეკუმშვის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის ჭავლი. ხელის პირველი ჰარმონიკა შექმნა გერმანელმა ოსტატმა კ. ფ. ლ. ბუშმანმა 1822. გარმონის უამრავი ნაირსახეობა ძირითადად ორ ტიპად იყოფა. პირველი ტიპის საკრავთა გაწელვა-შეკუმშვის დროს ყოველი ღილაკი სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემს. მეორე ტიპის გარმონების გაწელვა-შეკუმშვის დროს ბგერის სიმაღლე არ იცვლება. რესეთში გარმონი ყველაზე მეტად გავრცელებული საკრავია. მისი წარმოება დაიწყო XIX ს. 30-40-იან წლებში (ტულა).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი