თაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 26: ხაზი 26:
 
* ისრული თაღი – შედგება მახვილი კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისაგან.
 
* ისრული თაღი – შედგება მახვილი კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისაგან.
 
* შეკიდული თაღი – შედგება ორი რკალისგამ, რომელთა გადაკვეთის წერტილი წვერზე ქვევითაა.
 
* შეკიდული თაღი – შედგება ორი რკალისგამ, რომელთა გადაკვეთის წერტილი წვერზე ქვევითაა.
* საბჯენი თაღი – თაღი რომელსაც კამარა ეყრდნობა.
+
* საბჯენი თაღი – თაღი რომელსაც [[კამარა]] ეყრდნობა.
  
  

16:25, 6 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

თაღი – (იტალ. arco) არქიტექტურული დეტალი, კედელში დატანებული ღიობების – (ფანჯრის, კარის, ჭიშკრის) ან ორ საბჯენს (მაგლითად, ხიდის საყრდენების) შორის მანძილის — მრუდხაზოვანი გადახურვა.

არქიტექტურის ისტორიაში ცნობილია შემდეგი ტიპის თაღები:

  • უსახსრო თაღი – საყრდენებთან ზუსტად შეერთებული თაღი.
  • სახსრიანი თაღი – თაღი, რომელსაც ბრჯენებზე აქვს სახსრები.
  • ორსახსრიანი თაღი – საბჯენზე ორი სახსრის მეშვეობით დაყრდნობილი თაღი.
  • სამსახსრიანი თაღი – თაღი, რომელსაც სახსრები აქვს არა მარტო საყრდენთან, არამედ აგრეთვე შუაში, თაღის წვერში.
  • ნალისებური თაღი – თაღი, რომლის მოხაზულობაგრძელდება ცენტრის (დიამეტრის) ქვემოთ.
  • სამყურა, სამკბილა თაღი – შედგება სამი პატარა თაღისაგან.
  • სამცენტრიანი თაღი – სამი ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორმის თაღი.
  • გუთური თაღი – იგივეა, რაც ისრულ თაღი. შედგება კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისაგან.
  • კბილანა თაღი – შედგება მცირე თაღებისაგან, რომელნიც ურთიერთგადაკვეთის ადგილას კბილანებს ქმნიან.
  • მუზარადისებრი თაღი – გადაბრუნებული ნავის განაკვეთის მოხაზულობის თაღი.
  • ელიფსური თაღი – მრუდი ელიფსური ფორმის თაღი.
  • კონცენტრული თაღი – (იგივე, რაც პერსპექტიული თაღი) — კედლის სიღრმისაკენ თანდათან შემცირებული რადიუსის მქონე თაღების ერთობლიობა. თაღის ყოველი შვერილი თავისთავად შეიძლება ნებისმიერი სახის თაღს წარმოადგენდეს.
  • კოლოფა, მრავალცენტრიანი თაღი – რამდენიმე ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორიმის თაღი.
  • ცრუ თაღი – თაღი, რომელიც არ ქმნის განბრჯენ ჭინვას და ამოყვანილია ყოველი ზემო რიგის თანამიმდევრული გადმოშვერით.
  • მშვილდა თაღი – ბრტყელი რკალის მოხაზულობის თაღი, დაუჭიმავი მშვილდის ფორმისა.
  • მრავალყურა, მრავალკბილა თაღი – შედგება მახვილი კუთხით ურთიერთგადამკვეთი სამი ან მეტი რკალისაგან.
  • ყირა თაღი – განმტვირთავი თაღის სახესხვაობა.
  • ამაღლებული თაღი – რკალისებრი მოხაზულობის თაღი, რომლის წარმმართველი გრძელდება რკალის ცენტრის ქვევით შვეული მონაკვეთებით.
  • ნახევარწრიული, ნახევარცილინდრული თაღი – წახევარი წრის ფორმის თაღი, მისი - ქუსლები განლაგებულია იმ ცენტრის დანეზე, რომლიდანაცაა შემოხაზული ეს ნახევარწრე.
  • განმტვირთავი თიღი – ისეთი სახის თაღი, რომელიც შენობის ზედა ნაწილების დატვირთვას ანაწილებს საყრდენებზე და ჩვეულებრივ კედლის წყობიშია ჩატანებული.
  • შეკუმშული თაღი (დამრეცი თაღი) – თაღის ქუსლები რკალის ცენტრზე ზევითაა.
  • ისრული თაღი – შედგება მახვილი კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისაგან.
  • შეკიდული თაღი – შედგება ორი რკალისგამ, რომელთა გადაკვეთის წერტილი წვერზე ქვევითაა.
  • საბჯენი თაღი – თაღი რომელსაც კამარა ეყრდნობა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები