აგიას საყდარი
(→აღწერილობა) |
|||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
=====აღწერილობა===== | =====აღწერილობა===== | ||
− | აგიას საყდარი დარბაზულია (6,8 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. ჩამოცვენილია შენობის ინტერიერის შელესილობა. ორივე მხრიდან გადახურულია [[არქიტრავი]]თ. შესასვლელი აქვს დასავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში. ნახევარწრიულ [[აფსიდა|აფსიდში]] თაღიანი | + | აგიას საყდარი დარბაზულია (6,8 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. ჩამოცვენილია შენობის ინტერიერის შელესილობა. ორივე მხრიდან გადახურულია [[არქიტრავი]]თ. შესასვლელი აქვს დასავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში. ნახევარწრიულ [[აფსიდა|აფსიდში]] თაღიანი [[სარკმელი]]ა, რომლის ორივე მხარეს თითო ოთკუთხა [[ნიში]]ა. თითო [[თაღოვანი სარკმელი]] ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება გრძივ კედლებს, დასავლეთის კედლის მიმდებარე პილასტერებზე დაყრდნობილ თაღსა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესია გადახურულია [[კრამიტი]]თ. ეკლესიის სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში მიდგმულია რიყის ქვით ნაშენი, დასავლეთის მხრიდან გახსნილი, ოთკუთხა სანათლავი [[ნიში]]. |
==წყარო== | ==წყარო== |
15:22, 15 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
აგიას საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხელთუბნის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მოშორებით. ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
აგიას საყდარი დარბაზულია (6,8 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. ჩამოცვენილია შენობის ინტერიერის შელესილობა. ორივე მხრიდან გადახურულია არქიტრავით. შესასვლელი აქვს დასავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში. ნახევარწრიულ აფსიდში თაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება გრძივ კედლებს, დასავლეთის კედლის მიმდებარე პილასტერებზე დაყრდნობილ თაღსა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ეკლესიის სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში მიდგმულია რიყის ქვით ნაშენი, დასავლეთის მხრიდან გახსნილი, ოთკუთხა სანათლავი ნიში.