ბიზე ჟორჟ
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Bize.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Bize.jpg|thumb|150პქ|ჟორჟ ბიზე]] |
'''ბიზე ჟორჟ''' - ფრ. Alexandre-César-Léopold Bizet (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ, [[ნათლობა|ნათლობის]] სახელია ჟორჟი) (25. X. 1838, პარიზი, – 3. VI. 1875, ბუჟივალი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი. | '''ბიზე ჟორჟ''' - ფრ. Alexandre-César-Léopold Bizet (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ, [[ნათლობა|ნათლობის]] სახელია ჟორჟი) (25. X. 1838, პარიზი, – 3. VI. 1875, ბუჟივალი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი. | ||
15:50, 18 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ბიზე ჟორჟ - ფრ. Alexandre-César-Léopold Bizet (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ, ნათლობის სახელია ჟორჟი) (25. X. 1838, პარიზი, – 3. VI. 1875, ბუჟივალი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი.
დაიბადა სიმღერის მასწავლებლის ოჯახში. 10 წლისა შევიდა პარიზის კონსერვატორიაში, რომელიც 1857 დაამთავრა. 17 წლის სტუდენტმა შექმნა I სიმფონია, რომელიც დღესაც სრულდება.
1857 ბიზეს მიენიჭა რომის დიდი პრემია, რამაც საშუალება მისცა სამი წლით იტალიაში გამგზავრებულიყო. 1860-იდან ბიზე კვლავ პარიზშია. ბიზეს მხატვრული ინტერესების ცენტრში თეატრი იდგა. მას 20-ზე მეტი ოპერა აქვს დაწერილი (ბევრი დაუმთავრებელია). აღსანიშნავია „დონ პროკოპიო“, „ივანე მრისხანე“, „მარგალიტის მაძიებელნი“ (1863), „პერტის ტურფა“ (1866), ერთმოქმედებიანი ოპერა „ჯამილე“ (1871), მუსიკა ა. დოდეს პიესისათვის „არლელი ქალი“ (2 საორკესტრო სიუიტა) (1872), რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ბიზეს შემოქმედების მწვერვალი და მსოფლიო მუსიკის შედევრია ოპერა „კარმენი“ (პ. მერიმეს ნოველის მიხედვით 1874). იგი გამოირჩევა ძლიერი დრამატიზმით, მელოდიური გამომსახველობით, მჩქეფარე დინამიზმით, ელვარე საორკესტრო კოლორიტითა და თეატრალურობით. „კარმენის“ პრემიერამ (1875, „ოპერა კომიკი“ პარიზი) მარცხი განიცადა, რამაც სიცოცხლე მოუსწრაფა კომპოზიტორს. ოპერის პრემიერიდან სამი თვის შემდეგ, 37 წლის ასაკში ბიზე გულის დამბლით ვარდაიცვალა.
ვენაში (1875) ტრიუმფული წარმატების შემდეგ „კარმენი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერა გახდა მსოფლიოში. „კარმენი“ სისტემატურად იდგმება თბილისში.
ბიზეს შექმნილი აქვს აგრეთვე სიმფონია-კანტატა „ვასკო და გამა“, სიმფონია „რომი“, საფორტეპიანო პიესები, რომანსები, სიმღერები. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი