ბორკილ-ბურჯი
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
ჩიქოვანი, 1960:97. | ჩიქოვანი, 1960:97. | ||
| + | |||
| + | {| | ||
| + | |- | ||
| + | | [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[ბორკილი|ბორკილი მრავალმნიშვნელოვანი]] | ||
| + | |} | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | [[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]] | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
17:12, 26 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ბორკილ-ბურჯი — სახლის საყრდენი ხის კონსტრუქცია, ერთმანეთზე გადაჭდობილი ძელების ოთხკუთხა ანდა სამკუთხა ფორმის წყობა. ბორკილები მიწაში მყარად ჩადგმულ ბინაზე – ბრტყელ ქვაზე იყო გამართული. მისი სიმაღლე და ფორმა სასახლე ადგილის რელიეფის შესაბამისად განისაზღვრებოდა. ბურჯი ზოგადი ხასიათის ტერმინი იყო და საყრდენს ნიშნავდა, ხოლო ბორკილი ბურჯის, სახლის საყრდენის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა.
გავრცელებული იყო სხვადასხვა კონსტრუქციის ბორკილები. საშუალო ზომის სახლს თორმეტი ბინა და ბორკილ-ბურჯი უნდოდა. ბორკილი ჯვარედინი, ხოლო ბურჯი — ოთკუთხა ფორმის ხის კონსტრუქცია იყო. იგი სახლის უკანა მხარის ქვეშ ეწყობოდა, სადაც შენობა მიწის ზედაპირს ყველაზე მეტად იყო დაცილებული. სამოსახლო ადგილი შენობის ზურგისაკენ რაც უფრო დამრეცი იყო, ბორკილ-ბურჯები მით უფრო მაღლა კეთდებოდა ბინა უფრო მეტად ქვის საყრდენს გულისხმობდა. ბორკილ-ბურჯი შენობის საძირკველს წარმოადგენდა და იგი ბრტყელ ქვაზე იყო დაყრდნობილი. მას ყოველთვის მუხის ბოლკოებისაგან აკეთებდნენ.
ლიტერატირა
ჩიქოვანი, 1960:97.
| |