ავკვეთის ეკლესია
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
ავკვეთის ეკლესიის თავისებურებას მისი დასავლეთი ნაწილი – ეგვტერ-კარიბჭე წარმოადგენს. იგი ყრუ კედლით გაყოფილია ორად. ჩრდილოეთ ნაწილში წაგრძელებული სათავსია, სამხრეთისაში – მცირე ზომის ეგვტერი ჩრდილოეთისკენ მიმართული [[აფსიდა|აფსიდით]], მასში შესვლა სამხრეთ ეგვტერ-კარიბჭედან შეიძლებოდა. | ავკვეთის ეკლესიის თავისებურებას მისი დასავლეთი ნაწილი – ეგვტერ-კარიბჭე წარმოადგენს. იგი ყრუ კედლით გაყოფილია ორად. ჩრდილოეთ ნაწილში წაგრძელებული სათავსია, სამხრეთისაში – მცირე ზომის ეგვტერი ჩრდილოეთისკენ მიმართული [[აფსიდა|აფსიდით]], მასში შესვლა სამხრეთ ეგვტერ-კარიბჭედან შეიძლებოდა. | ||
− | ავკვეთის ეკლესიას აქვს სამი განიერი შესასვლელი: დასავლეთი კედლის ცენტრში, ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთი კედლის დასასავლეთ ნაწილში, აფსიდი ნახევარწრიულია, განიერი. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] წინ იდგა მწვანე ქვის მოჩუქურთმებული [[კანკელი]] (დაცულია საქ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში). დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი | + | ავკვეთის ეკლესიას აქვს სამი განიერი შესასვლელი: დასავლეთი კედლის ცენტრში, ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთი კედლის დასასავლეთ ნაწილში, აფსიდი ნახევარწრიულია, განიერი. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] წინ იდგა მწვანე ქვის მოჩუქურთმებული [[კანკელი]] (დაცულია საქ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში). დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი [[პილასტრი]]თ, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი [[თაღი]]. კედლებზე აქა-იქ შერჩენილია შელესილობისა და კედლის მხატვრობის კვალი. აფსიდში ერთი, სამხრეთ კედელში კი ორი სარკმლის კვალი შეიმჩნევა. |
ავკვეთის ეკლესიის ფასადების საპირე ქვები უმეტესად ამოვარდნილია. ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრრეთი ფასადების ცენტრში შერჩენილია [[შვერილი]] თაროს რამდენიმე ფრაგმენტი. თარო სარტყელივით გასდევს ფასადებს. მას ეყრდნობა ეგვტერ-კარიბჭეების კამარები. კედლებს ზოგ ადგილას ატყვია ფხვიერი ხსნარით შესრულებული გვიანდ. შეკეთების კვალი. | ავკვეთის ეკლესიის ფასადების საპირე ქვები უმეტესად ამოვარდნილია. ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრრეთი ფასადების ცენტრში შერჩენილია [[შვერილი]] თაროს რამდენიმე ფრაგმენტი. თარო სარტყელივით გასდევს ფასადებს. მას ეყრდნობა ეგვტერ-კარიბჭეების კამარები. კედლებს ზოგ ადგილას ატყვია ფხვიერი ხსნარით შესრულებული გვიანდ. შეკეთების კვალი. |
18:57, 28 ოქტომბერი 2021-ის ვერსია
ავკვეთის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ავკვეთის სამხრეთით, ურულის ხეობაში, ტყიანი მთის ფერდობზე. თარიღდება XI-XII სს.-ით.
აღწერილობა
ავკვეთის ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ.), ნაგებია თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა, ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და დასავლეთ სათავსების კედლების ქვედა ნაწილი; დანგრეულია ეკლესიაზე ბევრად დაბალი და ვიწრო ეგვტერებიც, რომელიც ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის, ჩანს მხოლოდ მათი გეგმის კონტურები.
ავკვეთის ეკლესიის თავისებურებას მისი დასავლეთი ნაწილი – ეგვტერ-კარიბჭე წარმოადგენს. იგი ყრუ კედლით გაყოფილია ორად. ჩრდილოეთ ნაწილში წაგრძელებული სათავსია, სამხრეთისაში – მცირე ზომის ეგვტერი ჩრდილოეთისკენ მიმართული აფსიდით, მასში შესვლა სამხრეთ ეგვტერ-კარიბჭედან შეიძლებოდა.
ავკვეთის ეკლესიას აქვს სამი განიერი შესასვლელი: დასავლეთი კედლის ცენტრში, ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთი კედლის დასასავლეთ ნაწილში, აფსიდი ნახევარწრიულია, განიერი. საკურთხევლის წინ იდგა მწვანე ქვის მოჩუქურთმებული კანკელი (დაცულია საქ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში). დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. კედლებზე აქა-იქ შერჩენილია შელესილობისა და კედლის მხატვრობის კვალი. აფსიდში ერთი, სამხრეთ კედელში კი ორი სარკმლის კვალი შეიმჩნევა.
ავკვეთის ეკლესიის ფასადების საპირე ქვები უმეტესად ამოვარდნილია. ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრრეთი ფასადების ცენტრში შერჩენილია შვერილი თაროს რამდენიმე ფრაგმენტი. თარო სარტყელივით გასდევს ფასადებს. მას ეყრდნობა ეგვტერ-კარიბჭეების კამარები. კედლებს ზოგ ადგილას ატყვია ფხვიერი ხსნარით შესრულებული გვიანდ. შეკეთების კვალი.
ბიბლიოგრაფია
- 1.ავკვეთი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.64. სოფ. ავკვეთის წმინდა გიორგის სახელობის X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
- 2.ავკვეთის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.43. XI-XII სს-ის დარბაზული ტიპის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ერთვის ეკლესიის გეგმა.