გორდა (ხმალი)
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
| − | + | {| | |
| + | |- | ||
| + | | [[ფაილი:Logo1.JPG|მარჯვენა|10px|]] [[გორდა|გორდა მრავალმნიშვნელოვანი]] | ||
| + | |} | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ცივი იარაღები]] | [[კატეგორია:ცივი იარაღები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:33, 8 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
გორდა − მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დამღა - ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარ რკალი. რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით აქვს დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური, კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისათვის.
გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული და, საბას სიტყვით, „ამას ქართველი ჰყვარობენ”. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემოინახა როგორც ადგილობრივი, ისე XVI-XVII საუკუნეების ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორფა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.
| |