თაბაშირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თაბაშირი''' — სულფატების კლასის მინერალი, რომელიც წარმოიქმ...) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მინერალები]] | [[კატეგორია:მინერალები]] | ||
+ | [[კატეგორია:ნედლეული]] |
16:49, 15 ნოემბერი 2021-ის ვერსია
თაბაშირი — სულფატების კლასის მინერალი, რომელიც წარმოიქმნება კალციუმის სულფატზე წყლის დამატებით. უხვად მოიპოვება ბუნებაში. განირჩევა თაბაშირის ორი მთავარი სახე. ამათგან პირველი გამოუმწვარი (წყლის) თაბაშირი გამოიყენება ფერწერაში, მაგრამ არა როგორც საღებავი, არამედ გრუნტის მოსამზადებლად. გამომწვარად წოდებული თაბაშირის მეორე სახე წარმოადგენს წყლის თაბაშირს, რომელიც მცირე გახურებით არის მიღებული. ასეთი სახით თაბაშირი 3/4–ით კარგავს საკუთარ წყალს და შეუძლია წყალთან შერევისას იქცეს მყარ მასად და ამრიგად შეიძინოს ცემენტირების უნარი. სწორედ ამიტომ გამოიყენება არქიტექტურაში და სკულპტურაში ქანდაკებების ჩამოსასხმელად და ა. შ. თაბაშირს არ გააჩნია ზედაპირის დაფარვის თვისებები და ამიტომაც იგი ფერწერაში საღებავად არ გამოიყენება.