უნარ-ჩვევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''უნარ-ჩვევა''' - თუ ადამიანი აწარმოებს სათანადო მოქმედებას, მ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის]] | [[განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის]] | ||
[[კატეგორია:უნარ-ჩვევები]] | [[კატეგორია:უნარ-ჩვევები]] | ||
+ | [[კატეგორია:განათლება]] |
მიმდინარე ცვლილება 21:00, 15 დეკემბერი 2021 მდგომარეობით
უნარ-ჩვევა - თუ ადამიანი აწარმოებს სათანადო მოქმედებას, მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება, ხოლო თუ მას არ ექნება სათანადო პირობები, თუ არ ისწავლის, არ იმუშავებს სათანადო მიმართულებით, მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ განუვითარდება. უნარ-ჩვევა იგივე უნარია, რომელიც ძირითადად ნასწავლია და წვრთნის შედეგადაა განვითარებული. იგი მოიცავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასურველი შედეგის მიღწევას.
განასხვავებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს: აკადემიური (კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა), პიროვნული ურთიერთობის (მოსმენა, საუბარი, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, სხვა), და მოტორული (ძერწვა, ხატვა, ჭიდაობა, მიზანში სროლა და სხვა); დ. უზნაძე უნარ-ჩვევას უწოდებს ნიჭს.