რეტრო სტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რეტრო სტილი“ გადაიტანა გვერდზე „სტილი რეტრო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სტილი რეტრო“ გადაიტანა გვერდზე „რეტრო სტილი“ გადამისამართება...)

16:57, 21 დეკემბერი 2021-ის ვერსია

სტილი „რეტრო“ — რეტროსპექტული სტილიზაცია, ანუ რეტროსპექტივიზმი წარმოადგენს წარსულის პლასტიკურ-გამომსახველი ფორმების გამოყენებას თანამედროვე ხელოვნებაში.

სტილი „რეტრო“ წარმოადგენს მიმართულებას, რომლის თავისებურება ხელოვნების ძველი ფორმებით აზროვნებაში მდგომარეობს.

გამომსახველობის რეტროსპექტული ტიპი წარმოადგენს წარსულის ხელოვნების ფორმების არა უბრალო გადმოტანას, არამედ გასული საუკუნეების ხელოვნების მიმსგავსების გარკვეულ ფორმას, გადმოღებული მიმართულების სახეთა, წყობის აღქმას.

სტილ „რეტროს“ ესთეტიკური ხასიათი მდგომარეობს მის უნარში, გამოაღვიძოს მოგონებების, ანალოგების ტალღა და მათში თავმოყრილი ესთეტიკური ემოციები.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები