ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაა მხედრული სამშენენებლო წარწერით (დაზიანებულია), რომლის თანახმად ეკლესიის აღმშენებლები გიგაურები ყოფილან.   
 
აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაა მხედრული სამშენენებლო წარწერით (დაზიანებულია), რომლის თანახმად ეკლესიის აღმშენებლები გიგაურები ყოფილან.   
  
დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი [[ჯვარი]]. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი და რამდენიმე სარტყელი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი [[კრამიტი]]თ.
+
დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი [[ჯვარი]]. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი და რამდენიმე სარტყელი. [[სახურავი]] ორფერდაა, გადახურულია ღარიანი [[კრამიტი]]თ.
  
 
====ბიბლიოგრაფია====
 
====ბიბლიოგრაფია====

21:00, 28 დეკემბერი 2021-ის ვერსია

ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია

ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე მეჯუდას მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელ ბერბუკისს განაპირას სამხრეთით. აგებულია 1830 წ.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,7X7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. ეკლესიის არქიტრავით გადახურული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ერთი. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთ კედლისა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს.

აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაა მხედრული სამშენენებლო წარწერით (დაზიანებულია), რომლის თანახმად ეკლესიის აღმშენებლები გიგაურები ყოფილან.

დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი ჯვარი. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი და რამდენიმე სარტყელი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ბიბლიოგრაფია

  1. ბერბუკის კოშკი და მთავარანგელოზის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.48.
  2. სოფ. ბერბუკის კოშკისა და 1830 წელს გიგაურების მიერ აგებული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები