ალპინარიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალპინარიუმი''' – (ლათ. Alpēs ალპები), ბოტანიკური ბაღის, სკვერის ა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:ALPORIUMI.JPG|thumb|ალპინარიუმი]]
 
'''ალპინარიუმი''' – (ლათ. Alpēs ალპები), ბოტანიკური ბაღის, სკვერის ან [[პარკი]]ს ქვებით გაწყობილი ნაწილი, რომელიც ასახავს მთის [[ლანდშაფტი|ლანდშაფტს]] და მის ფლორას. დამახასიათებელია დაბალი ალპური მცენარეულობის შეთავსება კლდეებთან, წყალთან. ეწყობა ხელოვნურად შექმნილ მცირე სიმაღლის ქვიან გორაკზე. მცენარეები უმეტესად რეგიონული პრინციპით ან ფიტოცენოზების მიხედვით ირგვება (სუბალპური ტყე, სუბალპური ბუჩქები, სუბალპური მდელო, ალპური მდელო, ალპური ხალები, თოვლის სარტყელი და სხვ.).
 
14:07, 14 იანვარი 2022-ის ვერსია

ალპინარიუმი

ალპინარიუმი – (ლათ. Alpēs ალპები), ბოტანიკური ბაღის, სკვერის ან პარკის ქვებით გაწყობილი ნაწილი, რომელიც ასახავს მთის ლანდშაფტს და მის ფლორას. დამახასიათებელია დაბალი ალპური მცენარეულობის შეთავსება კლდეებთან, წყალთან. ეწყობა ხელოვნურად შექმნილ მცირე სიმაღლის ქვიან გორაკზე. მცენარეები უმეტესად რეგიონული პრინციპით ან ფიტოცენოზების მიხედვით ირგვება (სუბალპური ტყე, სუბალპური ბუჩქები, სუბალპური მდელო, ალპური მდელო, ალპური ხალები, თოვლის სარტყელი და სხვ.).

ალპინარიუმს ბუნებრივ იერს აძლევს ხელოვნური ნაკადული, რუ, ჩანჩქერი, ტბორი და სხვ. როგორც სამეცნიერო-კვლევითი და დეკორატიული ნაკვეთი ალპინარიუმი შეიქმნა ბოტანიკურ ბაღებთან ერთად, ხოლო ბაღ-პარკებში XX საუკუნის დასაწყიში გაჩნდა. ალპინარიუმს უმეტესად აშენებენ კარპატების, კავკასიის, ალტაისა და სხვა სუბალპური და ალპური მდელოების მცენარეულობას.

მსოფლიოში ცნობილია ედინბურგის (შოტლანდია), პრაღის (ჩეხეთი), ინსბრუკის (ავსტრია) და სხვ. ბოტანიკური ბაღების ალპინარიუმი საქართველოში მოწყობილია ბაკურიანსა და სტეფანწმინდაში, სადაც თავმოყრილია სამხრეთ მთიანეთისა და მთავარი კავკასიონის ალპური მცენარეულობა.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები