ავიალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავიალი“ გადაიტანა გვერდზე „საავიაციო ალუმინი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საავიაციო ალუმინი“ გადაიტანა გვერდზე „ავიალი“ გადამისამართე...) |
15:20, 14 იანვარი 2022-ის ვერსია
ავიალი, საავიაციო ალუმინი – (ფრანგ. aviation და ლათ. alūmen მწარე მარილი). შენადნობი ალუმინის საფუძველზე, რომლის შემადგენლობაში ალუმინის გარდა შედის: მაგნიუმი 0,45-0,9%, სილიციუმი 0,5-1,2%, სპილენძი 0,2-0,6%, მანგანუმი ან ქრომი 0,15-0,35%. ავიალს აქვს მაღალი პლასტიკურობა და კოროზიამედეგობა. სიმტკიცის ასამაღლებლად აწარმოებენ მის გამოწრთობას და ხელოვნურ დაძველებას. გამოიყენება რთული ფორმის ნაჭედი და დაშტამპული დეტალების დასამზადებლად (შვეულმფრენის ხრახნული ფრთა, სამშენებლო კონსტრუქციების ელემენტები და სხვ.).