ავტობეტონმზიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავტობეტონმზიდი“ გადაიტანა გვერდზე „ავტობეტონსარევი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავტობეტონსარევი“ გადაიტანა გვერდზე „ავტობეტონმზიდი“ გადამი...) |
15:30, 14 იანვარი 2022-ის ვერსია
ავტობეტონმზიდი – სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ბეტონის ნარევის გადასატანად. ავტომანქანაზე (ნახევრადმისაბმელზე) დამონტაჟებულია მბრუნავი გრავიტაციული შემრევი წყლის ავზითა და ტუმბოთი, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის ქარხნიდან (კვანძიდან) ობიექტამდე ბეტონის ნარევის კომპონენტების უწყვეტ შერევასა და ჰომოგენური მდგომარეობის შენარჩუნებას, რისთვისაც ავტობეტონმზიდი აღჭურვილია ჰიდროცილინდრების სისტემით. თანამედროვე ავტობეტონმზიდის (ავტობეტონსარევის) მოცულობა შეადგენს 8-10 მ3-ს.