ისარნა
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Isarna.jpg|thumb|ისარნა]] | [[ფაილი:Isarna.jpg|thumb|ისარნა]] | ||
− | '''ისარნა ''' - ყურძნის დაწურვისას ტკბილის მოსაკავებელი ჭურჭელი, საიდანაც შემდეგ ტკბილი გადააქვთ [[ქვევრი|ქვევრებში]]. თიხის ისარნა არის უყუროცა და ყურიანიც. საკმაოდ სქელკედლიანი ჭურჭელია ხამი კერამიკისგან გაკეთებული. გვხვდება როგორც ბრტყელძირა ასევე კონუსურიც, აქვს ოდნავ დაქანებული კედლები (თუ ისარნა უყუროა), ან ოდნავ გამობერილი მუცელი „გვამი“ (თუ ისარნა ორყურაა). ისარნას პირი ფართო, გადმოკეცილი ფარფლით მთავრდება. | + | '''ისარნა ''' - ყურძნის დაწურვისას ტკბილის მოსაკავებელი ჭურჭელი, საიდანაც შემდეგ ტკბილი გადააქვთ [[ქვევრი|ქვევრებში]]. თიხის ისარნა არის უყუროცა და ყურიანიც. საკმაოდ სქელკედლიანი ჭურჭელია ხამი [[კერამიკა|კერამიკისგან]] გაკეთებული. გვხვდება როგორც ბრტყელძირა ასევე კონუსურიც, აქვს ოდნავ დაქანებული კედლები (თუ ისარნა უყუროა), ან ოდნავ გამობერილი მუცელი „გვამი“ (თუ ისარნა ორყურაა). ისარნას პირი ფართო, გადმოკეცილი ფარფლით მთავრდება. |
− | ისარნა | + | ისარნა ჩვეულებრივ [[საწნახელი|საწნახელის]] წინ დგას, საიდანაც ტკბილი ჩამოედინება, იქედან კი ანაწილებენ [[ჭური (ჭურჭელი)|ჭურებსა]] და ქვევრებში. აღსანიშნავია, რომ ისარნა სხვა დანიშნულებითაც იხმარება: მაგ., [[ვენახი|ვენახის]] შესაწამლი შაბიამნის ხსნარის მოსაკავებლად და დასამზადებლად. ზოგი მეჭურჭლე დიდი ზომის ისარნას მიწის დასალბობადაც იყენებენ. მოჭიქული ჭურჭლის ხელოსნები კი ისარნებში სხვდასხვა ფერის ჭიქურს ამზადებენ. [[კახეთი|კახეთში]] იგი გამოყენებული ყოფილა სხვადასხვა საღებავის ჩასაყენებლად, ხოლო დაბაღები ტყავს აწყობენ დასამუშავებლად, იყენებდნენ აგრეთვე საწყაოდაც. ზემო [[იმერეთი|იმერეთში]] სოფ. თავასაში დამოწმებულია შუა საუკუნეების ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე ისარნა. |
== ლიტერატურა == | == ლიტერატურა == | ||
− | ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I კახური, 1949 | + | ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I კახური, 1949. |
== წყარო == | == წყარო == | ||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ჭურჭელი]] | [[კატეგორია:ჭურჭელი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ღვინის ჭურჭელი]] |
+ | [[კატეგორია:თიხის ჭურჭელი]] |
მიმდინარე ცვლილება 21:29, 29 იანვარი 2022 მდგომარეობით
ისარნა - ყურძნის დაწურვისას ტკბილის მოსაკავებელი ჭურჭელი, საიდანაც შემდეგ ტკბილი გადააქვთ ქვევრებში. თიხის ისარნა არის უყუროცა და ყურიანიც. საკმაოდ სქელკედლიანი ჭურჭელია ხამი კერამიკისგან გაკეთებული. გვხვდება როგორც ბრტყელძირა ასევე კონუსურიც, აქვს ოდნავ დაქანებული კედლები (თუ ისარნა უყუროა), ან ოდნავ გამობერილი მუცელი „გვამი“ (თუ ისარნა ორყურაა). ისარნას პირი ფართო, გადმოკეცილი ფარფლით მთავრდება.
ისარნა ჩვეულებრივ საწნახელის წინ დგას, საიდანაც ტკბილი ჩამოედინება, იქედან კი ანაწილებენ ჭურებსა და ქვევრებში. აღსანიშნავია, რომ ისარნა სხვა დანიშნულებითაც იხმარება: მაგ., ვენახის შესაწამლი შაბიამნის ხსნარის მოსაკავებლად და დასამზადებლად. ზოგი მეჭურჭლე დიდი ზომის ისარნას მიწის დასალბობადაც იყენებენ. მოჭიქული ჭურჭლის ხელოსნები კი ისარნებში სხვდასხვა ფერის ჭიქურს ამზადებენ. კახეთში იგი გამოყენებული ყოფილა სხვადასხვა საღებავის ჩასაყენებლად, ხოლო დაბაღები ტყავს აწყობენ დასამუშავებლად, იყენებდნენ აგრეთვე საწყაოდაც. ზემო იმერეთში სოფ. თავასაში დამოწმებულია შუა საუკუნეების ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე ისარნა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I კახური, 1949.