ანანია (მხატვარ-მინიატიურისტი)
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
სავარაუდოდ, ანანიას ოთხივე [[მახარებლები|მახარებლი]]ს მინიატიურა უნდა შეექმნა, მაგრამ შემორჩენილია [[მათე მოციქული|მათე]]ს, [[მარკოზ მახარებელი|მარკოზი]]სა და [[ლუკა მახარებელი|ლუკა]]ს გამოსახულებიანი მინიატიურა, [[იოანე მახარებელი|იოანესი]] კი დაკარგულად ითვლება. მინიატიურების (წმ. მათე და წმ. მარკოზი) ზურგზე, უკანა ფურცელზე ლამაზი ნუსხურით შეცრულებულია წარწერა, სადაც მოხსენიებულია სამცხის ათაბაგისა და [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] [[ყვარყვარე (I) ჯაყელი|ყვარყვარე]]ს ძენი – ათაბაგი ბაადური (გ. 1474) და ათაბაგი ქაიხოსრო (გ. 1500) და იქვე მხატვრის სახელიც. წარწერის მიხედვით, მინიატიურები დაახლ. XV ს. 60-70-იან წწ. უნდა იყოს შესრულებული. ანანიას მნიშვნელოვანწილად დაცული აქვს ქართული მინიატიურის წერის ძველი ტრადიციები და ამავე დროს მსუბუქად შემოაქვს მხატვრული ფორმების ახალი გააზრება. არქიტექტურული დეტალების ფონზე წმ. მოციქულები წარმოდგენილი არიან მჯდომარე პოზაში. ჩაცმულობის კოლორიტში ძირითადად გამოყენებულია მკრთალი, გაცრეცილი ფერები. კომპოზიციებს შემოუყვება სინგურით შესრულებული, სადა მოჩარჩოება. მახარებელთა გამოსახულებებს ზემოთ, ფონზევე, მოოქრული [[სინგური]]თ შესრულებული დაქარაგმებული წარწერები მიუყვება, რომლითაც ერთგვარი დეკორაციულობაც კი შემოაქვთ. | სავარაუდოდ, ანანიას ოთხივე [[მახარებლები|მახარებლი]]ს მინიატიურა უნდა შეექმნა, მაგრამ შემორჩენილია [[მათე მოციქული|მათე]]ს, [[მარკოზ მახარებელი|მარკოზი]]სა და [[ლუკა მახარებელი|ლუკა]]ს გამოსახულებიანი მინიატიურა, [[იოანე მახარებელი|იოანესი]] კი დაკარგულად ითვლება. მინიატიურების (წმ. მათე და წმ. მარკოზი) ზურგზე, უკანა ფურცელზე ლამაზი ნუსხურით შეცრულებულია წარწერა, სადაც მოხსენიებულია სამცხის ათაბაგისა და [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] [[ყვარყვარე (I) ჯაყელი|ყვარყვარე]]ს ძენი – ათაბაგი ბაადური (გ. 1474) და ათაბაგი ქაიხოსრო (გ. 1500) და იქვე მხატვრის სახელიც. წარწერის მიხედვით, მინიატიურები დაახლ. XV ს. 60-70-იან წწ. უნდა იყოს შესრულებული. ანანიას მნიშვნელოვანწილად დაცული აქვს ქართული მინიატიურის წერის ძველი ტრადიციები და ამავე დროს მსუბუქად შემოაქვს მხატვრული ფორმების ახალი გააზრება. არქიტექტურული დეტალების ფონზე წმ. მოციქულები წარმოდგენილი არიან მჯდომარე პოზაში. ჩაცმულობის კოლორიტში ძირითადად გამოყენებულია მკრთალი, გაცრეცილი ფერები. კომპოზიციებს შემოუყვება სინგურით შესრულებული, სადა მოჩარჩოება. მახარებელთა გამოსახულებებს ზემოთ, ფონზევე, მოოქრული [[სინგური]]თ შესრულებული დაქარაგმებული წარწერები მიუყვება, რომლითაც ერთგვარი დეკორაციულობაც კი შემოაქვთ. | ||
− | ანანია გამოცდილი | + | ანანია გამოცდილი [[მხატვარი]]ა. მისი წერის მანერა და ოსტატობა იმაზე მეტყველებს, რომ, მიუხედავად XV ს. საქართველოში არსებული ისტორიულად მძიმე ვითარებისა, საეკლესიო ხელნაწერების შემკობისა და ილუსტრირების ხელოვნება მაინც მაღალ მხატვრულ დონეზე რჩებოდა და იმ დროისთვის [[სამცხე]]-საათაბაგო ამ სახელოვნებო დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. |
''თ. სიჭინავა | ''თ. სიჭინავა |
მიმდინარე ცვლილება 16:19, 1 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ანანია - (XV ს.), ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. მოღვაწეობდა სამცხის ათაბაგების კარზე. მის მიერ არის დასურათებული XI ს. შავ მთაზე (ანტიოქიის მახლობლად) კალიგრაფ შავზაქარიას მიერ გადაწერილი სახარება (845).
სავარაუდოდ, ანანიას ოთხივე მახარებლის მინიატიურა უნდა შეექმნა, მაგრამ შემორჩენილია მათეს, მარკოზისა და ლუკას გამოსახულებიანი მინიატიურა, იოანესი კი დაკარგულად ითვლება. მინიატიურების (წმ. მათე და წმ. მარკოზი) ზურგზე, უკანა ფურცელზე ლამაზი ნუსხურით შეცრულებულია წარწერა, სადაც მოხსენიებულია სამცხის ათაბაგისა და ამირსპასალარ ყვარყვარეს ძენი – ათაბაგი ბაადური (გ. 1474) და ათაბაგი ქაიხოსრო (გ. 1500) და იქვე მხატვრის სახელიც. წარწერის მიხედვით, მინიატიურები დაახლ. XV ს. 60-70-იან წწ. უნდა იყოს შესრულებული. ანანიას მნიშვნელოვანწილად დაცული აქვს ქართული მინიატიურის წერის ძველი ტრადიციები და ამავე დროს მსუბუქად შემოაქვს მხატვრული ფორმების ახალი გააზრება. არქიტექტურული დეტალების ფონზე წმ. მოციქულები წარმოდგენილი არიან მჯდომარე პოზაში. ჩაცმულობის კოლორიტში ძირითადად გამოყენებულია მკრთალი, გაცრეცილი ფერები. კომპოზიციებს შემოუყვება სინგურით შესრულებული, სადა მოჩარჩოება. მახარებელთა გამოსახულებებს ზემოთ, ფონზევე, მოოქრული სინგურით შესრულებული დაქარაგმებული წარწერები მიუყვება, რომლითაც ერთგვარი დეკორაციულობაც კი შემოაქვთ.
ანანია გამოცდილი მხატვარია. მისი წერის მანერა და ოსტატობა იმაზე მეტყველებს, რომ, მიუხედავად XV ს. საქართველოში არსებული ისტორიულად მძიმე ვითარებისა, საეკლესიო ხელნაწერების შემკობისა და ილუსტრირების ხელოვნება მაინც მაღალ მხატვრულ დონეზე რჩებოდა და იმ დროისთვის სამცხე-საათაბაგო ამ სახელოვნებო დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
თ. სიჭინავა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961;
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.
|