შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა''' - (ფრ. Impression, soleil levant),  კლოდ მონეს სურათი.  
 
'''შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა''' - (ფრ. Impression, soleil levant),  კლოდ მონეს სურათი.  
  
1874 წლის 15 აპრილს მთელი პარიზი მიაწყდა ახალ გამოფენას, დამთვალიერებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ დებოშის ასატეხად - განსაკუთრებიული ლანძღვა კლოდ მონესა და [[პოლ სეზანი|პოლ სეზანის]] სურათებს ხვდა წილად. მონეს მომცრო ტილომ, "შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა" (Impression, soleil levant) ისეთი ცუდი "შთაბეჭდილება" შეუქმნა კრიტიკოსებს, რომ დემონსტრაციულად შეუდგნენ სათვალეების წმენდას - ალბათ, სათვალის ბრალია, თორემ მხატვარი ასეთ დათხუპნილ სურათს როგორ დახატავდაო. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ლუი ლერუამ, რომელიც სატირულ ჟურნალ ლე შარივარისთვის წერდა, მონეს სურათის სათაური - "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა", მთელი გამოფენის მიმართ გამოიყენა და მას "იმპრესიონისტული" უწოდა. ლერუამ ნამუშევრები ხშირი, თავისუფალი მონასმებისა და დაუსრულებლობის გამო გააქილიკა, მაგრამ მონეს და მის კოლეგებს მოეწონათ ეს შეფასება, რადგან, მათ მიზანს, ტილოზე აღებეჭდათ წარმავალი მომენტი და წამიერი შთაბეჭდილება, ეს ტერმინი ზუსტად აღწერდა. შემდგომში ეს სახელი შერჩა კიდეც მხატვართა ამ ჯგუფს.  
+
1874 წლის 15 აპრილს მთელი პარიზი მიაწყდა ახალ გამოფენას, დამთვალიერებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ დებოშის ასატეხად - განსაკუთრებიული ლანძღვა კლოდ მონესა და [[პოლ სეზანი|პოლ სეზანის]] სურათებს ხვდა წილად. მონეს მომცრო ტილომ, "შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა" (Impression, soleil levant) ისეთი ცუდი "შთაბეჭდილება" შეუქმნა კრიტიკოსებს, რომ დემონსტრაციულად შეუდგნენ სათვალეების წმენდას - ალბათ, სათვალის ბრალია, თორემ [[მხატვარი]] ასეთ დათხუპნილ სურათს როგორ დახატავდაო. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ლუი ლერუამ, რომელიც სატირულ ჟურნალ ლე შარივარისთვის წერდა, მონეს სურათის სათაური - "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა", მთელი გამოფენის მიმართ გამოიყენა და მას "იმპრესიონისტული" უწოდა. ლერუამ ნამუშევრები ხშირი, თავისუფალი მონასმებისა და დაუსრულებლობის გამო გააქილიკა, მაგრამ მონეს და მის კოლეგებს მოეწონათ ეს შეფასება, რადგან, მათ მიზანს, ტილოზე აღებეჭდათ წარმავალი მომენტი და წამიერი შთაბეჭდილება, ეს ტერმინი ზუსტად აღწერდა. შემდგომში ეს სახელი შერჩა კიდეც მხატვართა ამ ჯგუფს.  
  
 
მონემ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, როგორც რევოლუციონერმა მხატვარმა. ის პირველი იყო, ვინც გამოიყენა ახალი თეორია ფერების გამაში, ვინც გამოსახა ობიექტი რამდენჯერმე სხვადასხვა განათებასა და ამინდში.
 
მონემ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, როგორც რევოლუციონერმა მხატვარმა. ის პირველი იყო, ვინც გამოიყენა ახალი თეორია ფერების გამაში, ვინც გამოსახა ობიექტი რამდენჯერმე სხვადასხვა განათებასა და ამინდში.

17:58, 1 თებერვალი 2022-ის ვერსია

კლოდ მონე. შთაბეჭდილება: მზის ამოსვლა, 1872; ტილო, ზეთი, 48X63 სმ. მარმოტონის მუზეუმი, პარიზი

შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა - (ფრ. Impression, soleil levant), კლოდ მონეს სურათი.

1874 წლის 15 აპრილს მთელი პარიზი მიაწყდა ახალ გამოფენას, დამთვალიერებლებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ დებოშის ასატეხად - განსაკუთრებიული ლანძღვა კლოდ მონესა და პოლ სეზანის სურათებს ხვდა წილად. მონეს მომცრო ტილომ, "შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა" (Impression, soleil levant) ისეთი ცუდი "შთაბეჭდილება" შეუქმნა კრიტიკოსებს, რომ დემონსტრაციულად შეუდგნენ სათვალეების წმენდას - ალბათ, სათვალის ბრალია, თორემ მხატვარი ასეთ დათხუპნილ სურათს როგორ დახატავდაო. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ლუი ლერუამ, რომელიც სატირულ ჟურნალ ლე შარივარისთვის წერდა, მონეს სურათის სათაური - "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა", მთელი გამოფენის მიმართ გამოიყენა და მას "იმპრესიონისტული" უწოდა. ლერუამ ნამუშევრები ხშირი, თავისუფალი მონასმებისა და დაუსრულებლობის გამო გააქილიკა, მაგრამ მონეს და მის კოლეგებს მოეწონათ ეს შეფასება, რადგან, მათ მიზანს, ტილოზე აღებეჭდათ წარმავალი მომენტი და წამიერი შთაბეჭდილება, ეს ტერმინი ზუსტად აღწერდა. შემდგომში ეს სახელი შერჩა კიდეც მხატვართა ამ ჯგუფს.

მონემ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, როგორც რევოლუციონერმა მხატვარმა. ის პირველი იყო, ვინც გამოიყენა ახალი თეორია ფერების გამაში, ვინც გამოსახა ობიექტი რამდენჯერმე სხვადასხვა განათებასა და ამინდში.

მონემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მან იცოდა სიყვარულისა და სიკეთის ფასი. კლოდ მონეს თაოსნობით დაენიშნა მანეს ოჯახს საზოგადობრივი დახმარება და მანეს "ოლიმპიამაც" სამუდამო ადგილი ლუვრში მისი დაჟინებით დაიმკვიდრა, სეზანსაც დახმარების ხელი პირველად მან გაუწოდა.

რამდენიმე მხატვარს ეყოფოდა სახელის მოსახვეჭად ის, რაც მონემ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შექმნა, მაგრამ მას ფუნჯი ხელიდან სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგდია - მაშინაც კი, როცა კატარაქტის გამო დაბრმავდა და ჟივერნში, საკუთარი ოფლით ედემად ქცეულ თავის მამულში საყვარელ ტბორსა და ყვავილნარს ვეღარ ხედავდა...


წყარო

თათია შავგულიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები