ბნავისის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
13:00, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბნავისის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბნავისის სამხრეთით, ვალიაანთუბნიდან ერთ კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (9 X 4,3 მ), ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვიშაქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლის ზემო ნაწილები; დაზიანებულია ფასადებიც. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი თითო შესასვლელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია.
ბიბლიოგრაფია
- ბნავისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.49.
- ბნავისის ნასოფლარზე ნანგრევების სახით შემორჩენილი დარბაზული ეკლესიის მოკლე აღწერილობა.