ნადარბაზევის წმინდა გიორგის ეკლესია
(→აღწერილობა) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
13:20, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია
ნადარბაზევის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნადარბაზევის სამხრეთით, სამი კილომეტრის მანძილზე, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (11,75 X 6 მ), ნაგებია ძირითადად მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის მოზრდილი პირმოსწორებული ქვებით. ნაგებობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) და ერთი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ხის კანკელი. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია თაღოვანი მალებით. ნახევარწრიული კამარით გადახურულ დარბაზს თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს - შელესილია და შეღებილია მწვანე ზეთის საღებავით ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი სწორკუთხა შესასვლელით (ამოქოლილია) ეკლესია უკავშირდებოდა აფსიდიან სათავსს, რომლისგანაც შემორჩენილია აფსიდისა და დასავლეთ კედლის მცირე ნაწილი. მოგვიანებით ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიისათვის ჩრდილოეთ მხრიდან მიუშენებია ბეტონის სათავსი, რომელიც გადახურულია შიფერით. ნაგებობას თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.