ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია (კასპი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
13:53, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია
ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის აღმოსავლეთით, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,3 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ მონაკვეთი, კედლების ზედა ნაწილები; ეკლესია ერთი მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კონქი და თაღი პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო დარბაზის შეისრული კამარა - საბჯენ თაღს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა.