მაგმური სამთო ქანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მაგმური სამთო ქანი''' '''მაგმური სამთო ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მაგმური სამთო ქანი“ გადაიტანა გვერდზე „სამთო ქანი მაგმური“) |
03:23, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია
მაგმური სამთო ქანი – დედამიწის სიღრმიდან გამდნარი მაგმის პირველადი ამოფრქვევის შედეგად გაცივებული სამთო ქანი. მისი სტრუქტურა და თვისებები დამოკიდებულია მაგმის გაცივების პირობებზე, ამიტომ განასხვავებენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს: სიღრმულს (ინტრუზიული), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო და სხვ.) და ვულკანურს (ეფუზიური), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება (პორფირი, დიაბაზი, ბაზალტი და სხვა).