ამწე ჯოჯგინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ამწე ჯოჯგინა''' – ტვირთის ამწევი მექანიზმი-ნაგებობა ხიდურა ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამწე ჯოჯგინა“ გადაიტანა გვერდზე „ჯოჯგინა ამწე“)

19:17, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია

ამწე ჯოჯგინა – ტვირთის ამწევი მექანიზმი-ნაგებობა ხიდურა კოჭის ან წამწის სახით, რომლის საყრდენები გადაადგილდება ბეტონის საძირკვლებზე მოწყობილ მიწისზედა სარელსო გზაზე და მოძრაობისას გადაფარავს მოედანს, რომელზეც წარმოებს დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოები. ამწის საყრდენი ფეხები ხისტადაა მიმაგრებული ამწის ხიდთან. სატვირთო ურიკა გადაადგილდება ხიდის ზედა სარტყელზე დაგებულ რელსებზე. ჯოჯგინა ამწე შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: ლითონის ხიდი, ურიკა დაყენებული ან შეკიდებული ხიდზე, ორი საყრდენი პლატფორმებით, ტვირთის ასაწევი მექანიზმი, ურიკისა და ამწის გადასაადგილებელი მექანიზმები. არსებობს კონტეინერების, მასიური და მცირე ტვირთების გადასატანი, აგრეთვე თვლებიანი მობილური უნივერსალური ჯოჯგინა ამწეები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები