მცხეთის გორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
 
[[კატეგორია:არქეოლოგიური ძეგლები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:არქეოლოგიური ძეგლები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები]]
 
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები]]

13:59, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია

მცხეთის გორა - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

მცხეთის გორაზე 1957 და 1962 წლებში მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) გათხარა თლილი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გვიანდ. ანტიკური ხანის მცხეთის ზღუდის ნაწილი, გვიანდელი ანტიკური ხანიდან ადრინდელი ფეოდალური ხანაზე გარდამავალი პერიოდის და განვითარევული ფეოდალური ხანის ნაგებობის ნაშთი და მარანი. 1975, 1979-80 წლენში მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. აფაქიძე) გორაზე გათხარა ალიზის ზღუდის.) და თიხატკეპნილი იატაკის მქონე ნატეხი ქვით ნაგებ სათავსოა ფრაგმენტები და სამაროვანი;

აღმოჩნდა რამდენიმე თიხის თონე-სათბური, ღარიანი და ბრტყელი კრამიტების, ჩალისფრად გამომწვარი თიხის ყელწიბოიანი ჭიჭლა-ხელადების, ღრმა ჯამების და ქოთან-ქილების ნატეხები, რკინისა და ბრინჯაოს წვრილი ნივთები, შინაურ ცხოველთა ძვლები, ნაცარი, ნახშირი, ბათქაშისა და ალიზის ნამტვრევები. სამაროვანი ორფქნიანია, I ფენა ძირითადად შედგება ფილაქვით ნაგები ქვაყუთებისაგან, რომლებშიც ქრისტიანული დაკრძალვის წესი დადასტურდა. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით, II ფენა წარმოდგენილია ორმოსა-მარხებით, რომლებიც ადრინდელი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.

მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები