სვეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სვეტი“ გადაიტანა გვერდზე „კოლონა (არქიტექტურა)“) |
23:49, 13 თებერვალი 2022-ის ვერსია
სვეტი, კოლონა – არქიტექტურულად დამუშავებული შენობის, ნაგებობის მზიდი კონსტრუქციული შვეული ღეროვანი ელემენტი, რომელიც მასზე დაყრდნობილი კონსტრუქციებიდან (რიგელი, წამწე, კოჭი, კამარა, სართულშუა გადახურვა და სხვ.) დატვირთვას გადასცემს საძირკველს და წარმოადგენს შენობის არქიტექტურული კომპოზიციის მნიშვნელოვან ელემენტს. სვეტის ძირითადი ნაწილებია: სათავე, ტანი და ბაზისი. ის შეიძლება იყოს მთლიანკვეთიანი, შედგენილი და გამჭოლი. ტანის განივკვეთის მიხედვით – კვადრატული, მართკუთხა, მრავალკუთხა, წრიული, ორტესებრი. სიმაღლის მიხედვით – მთლიან- და ცვლადკვეთიანი. მასალის მიხედვით – ქვის, ხის, ლითონის, რკინაბეტონის, პლასტმასის, მინის.