საფითხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
01:13, 15 თებერვალი 2022-ის ვერსია
საფითხი (შპატელი) – ინსტრუმენტი სამღებრო, საფითხნი და სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესასრულებლად. ამზადებენ თხელი, დრეკადი, სწორპირიანი უჟანგავი ფოლადის ზოლისგან სახელურით. გამოიყენება ბზარების, ღრეჩოების ამოსავსებად, კედლის უთანაბრო ზედაპირების გასასწორებლად, კედლებიდან და ჭერიდან ძველი საღებავების, წებოს და შპალერის მოსაცილებლად და სხვა.