სიდერიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიდერიტი“ გადაიტანა გვერდზე „რკინის შპატი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რკინის შპატი“ გადაიტანა გვერდზე „სიდერიტი“ გადამისამართებაზე)

00:05, 16 თებერვალი 2022-ის ვერსია

სიდერიტი

სიდერიტი (რკინის შპატი) – (ფრანგ. sidérite < ბერძ. sideros რკინა), კალციტის სტრუქტურის მინერალი, რკინის კარბონატი.
ქიმიური ფორმულა – FeCO3; შედგენილობა (%): FeO – 61,1; CO2 – 37,9;
სიმკვრივე – 3960 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 3,75-4,25.
ფერი – მოყვითალო-თეთრი, ღია-მწვანე, რუხი, მოწითალო-ყავისფერი მინისებრი ელვარებით.

გვხვდება ჰიდროთერმულ ან დანალექ ქანებში. თანამდევი მინერალებია: კასიტერიტი, კრიოლითი, გალენიტი, სფალერიტი, მაგნეტიტი, ქლორიტი, ანკერიტი, ლიმონითი, ჰემატიტი. სიდერიტი რკინის მისაღები საუკეთესო მადანია (შემადგენლობაში შედის 48%-მდე რკინა და არ შეიცავს გოგირდსა და ფოსფორს). გამოიყენება აგრეთვე ჭაბურღილების ცემენტაციის პროცესში ხსნარის სიმკვრივის გასაზრდელად (დამამძიმებელი).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები