აზიანი ნატალია
(ახალი გვერდი: ნატალია აზიანი '''აზიანი ნატალია''' − (1878 − 1943) ქა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აზიანი ნატალია“ გადაიტანა გვერდზე „ნატალია აზიანი“) |
21:41, 17 თებერვალი 2022-ის ვერსია
აზიანი ნატალია − (1878 − 1943) ქართველი დრამატურგი, მწერალი პუბლიცისტი და პოეტი. ნამდვილი გვარი − დონდაროვა. დაბადების ადგილი − ქალაქი გორი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო გორის კერძო პანსიონში, შემდეგ სწავლა განაგრძო ქალთა გიმნაზიაში და თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში; ცხრაასიანი წლებიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: „მოგზაური”, „ჩვენი ცხოვრება”, „სიტყვა”, „დრო”, „მნათობი”; 1897 წელს დაწერა პირველი პიესა „ინჟენერი და დოხტური”, რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა; მისი პიესები – „ფული და ხარისხი”, „ცოდვა”, „დეზერტირკა” 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში; გარდა პიესებისა წერდა მოთხრობებს, ლექსებს და სატირულ ფელეტონებს მიმდინარე პოლიტიკურ და ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე. გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი მოგონებანი თეატრსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე.