მიანმარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მიანმარი“ გადაიტანა გვერდზე „ბირმა“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მიანმარის კავშირი“ გადაიტანა გვერდზე „მიანმარი“ გადამისამართ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:35, 17 თებერვალი 2022 მდგომარეობით

მიანმარის დროშა

მიანმარი, ბირმა - (Burma, Myanmar – მიანმარის კავშირი), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანის ანდამანის ზღვა და ბენგალის ყურე.

ფართობი - 678,5 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 50,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – მიანმანური (ბირმული).

დედაქალაქი - ქ. ნაიფიიდო.

ადმინისტრაციულად იყოფა 7 ეროვნულ და 7 ადმინისტრაციულ მხარედ. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – სახალხო კრება (პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა.

ბირმის კავშირის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1948 წელს. მიანმარის კავშირი ეწოდა 1989 წლის 18 ივნისს.

მიანმარი აგრარული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურაა ბრინჯი. სამხედრო მრეწველობა აწარმოებს ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმსატყორცნებს, საბრძოლო მასალებს, მცირე წყალწყვის კატარღებს.

საზღვაო პორტებია: იანგონი, მოულმეინი, ტავოი, ბამო, აკიაბი, მოლამიაინი, მანდალაი.

საერთაშორისო აეროპორტი - მინგალადონი (იანგონი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 406 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 375 ათ., სამხედრო-საჰაერო 15 ათ. და სამხედრო-საზღვაო 16 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები