საშენი მასალების კლასიფიკაცია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''საშენი მასალების კლასიფიკაცია''' – [[საშენი მასალები და ნაკეთობები]], ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, იყოფა შემდეგ ჯგუფებად: | '''საშენი მასალების კლასიფიკაცია''' – [[საშენი მასალები და ნაკეთობები]], ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, იყოფა შემდეგ ჯგუფებად: | ||
| − | 1. [[ბუნებრივი საშენი მასალა|ბუნებრივი]] – შემადგენლობისა და შიგა აგებულობის შეუცვლელად: არაორგანული (ქვის მასალები) და ორგანული (ხის მასალები, ლელქაში, [[ჩალა |ჩალა]], კაჭაჭი, ნალესი, მატყლი, კოლაგენი); | + | 1. [[ბუნებრივი საშენი მასალა|ბუნებრივი]] – შემადგენლობისა და შიგა აგებულობის შეუცვლელად: [[საშენი მასალა ბუნებრივი არაორგანული|არაორგანული]] (ქვის მასალები) და [[ბუნებრივი ორგანული საშენი მასალა|ორგანული]] (ხის მასალები, ლელქაში, [[ჩალა |ჩალა]], კაჭაჭი, ნალესი, მატყლი, კოლაგენი); |
2. [[ხელოვნური საშენი მასალა|ხელოვნური]] – გამოუწვავი (მყარი ნორმალურ პირობებში); ავტოკლავური (გამყარებული მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში); არაორგანული (კლინკერული და კლინკერის, [[თაბაშირი|თაბაშირის]], მაგნეზიისა და სხვ. შემცველი ცემენტები); ორგანული (ბიტუმი, ემულსია, პასტა); კომპლექსური (რამდენიმე სახის მინერალური ნივთიერების ნარევი); კომპაუნდირებული (ორგანული მასალების ნარევები და შენადნობები); კომბინირებული (მინერალური ნივთიერებების გაერთიანება ორგანულ ან პოლიმერულ მასალებთან); გამომწვარი (ცხელი ნადნობის გამყარება); წიდური (წიდის ქიმიური შედგენილობის მიხედვით); კერამიკული (თიხისა და მისი კომპონენტების სახეების მიხედვით); მინამასიური (შიხტის ტუტიანობის მაჩვენებლის მიხედვით); ქვის სხმული (მთის ქანის სახეობის მიხედვით); კომპლექსური (შესაერთებელი კომპონენტების მიხედვით, მაგ., წიდაკერამიკული, მინაწიდური და სხვ.). | 2. [[ხელოვნური საშენი მასალა|ხელოვნური]] – გამოუწვავი (მყარი ნორმალურ პირობებში); ავტოკლავური (გამყარებული მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში); არაორგანული (კლინკერული და კლინკერის, [[თაბაშირი|თაბაშირის]], მაგნეზიისა და სხვ. შემცველი ცემენტები); ორგანული (ბიტუმი, ემულსია, პასტა); კომპლექსური (რამდენიმე სახის მინერალური ნივთიერების ნარევი); კომპაუნდირებული (ორგანული მასალების ნარევები და შენადნობები); კომბინირებული (მინერალური ნივთიერებების გაერთიანება ორგანულ ან პოლიმერულ მასალებთან); გამომწვარი (ცხელი ნადნობის გამყარება); წიდური (წიდის ქიმიური შედგენილობის მიხედვით); კერამიკული (თიხისა და მისი კომპონენტების სახეების მიხედვით); მინამასიური (შიხტის ტუტიანობის მაჩვენებლის მიხედვით); ქვის სხმული (მთის ქანის სახეობის მიხედვით); კომპლექსური (შესაერთებელი კომპონენტების მიხედვით, მაგ., წიდაკერამიკული, მინაწიდური და სხვ.). | ||
02:53, 19 თებერვალი 2022-ის ვერსია
საშენი მასალების კლასიფიკაცია – საშენი მასალები და ნაკეთობები, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად, იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
1. ბუნებრივი – შემადგენლობისა და შიგა აგებულობის შეუცვლელად: არაორგანული (ქვის მასალები) და ორგანული (ხის მასალები, ლელქაში, ჩალა, კაჭაჭი, ნალესი, მატყლი, კოლაგენი);
2. ხელოვნური – გამოუწვავი (მყარი ნორმალურ პირობებში); ავტოკლავური (გამყარებული მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში); არაორგანული (კლინკერული და კლინკერის, თაბაშირის, მაგნეზიისა და სხვ. შემცველი ცემენტები); ორგანული (ბიტუმი, ემულსია, პასტა); კომპლექსური (რამდენიმე სახის მინერალური ნივთიერების ნარევი); კომპაუნდირებული (ორგანული მასალების ნარევები და შენადნობები); კომბინირებული (მინერალური ნივთიერებების გაერთიანება ორგანულ ან პოლიმერულ მასალებთან); გამომწვარი (ცხელი ნადნობის გამყარება); წიდური (წიდის ქიმიური შედგენილობის მიხედვით); კერამიკული (თიხისა და მისი კომპონენტების სახეების მიხედვით); მინამასიური (შიხტის ტუტიანობის მაჩვენებლის მიხედვით); ქვის სხმული (მთის ქანის სახეობის მიხედვით); კომპლექსური (შესაერთებელი კომპონენტების მიხედვით, მაგ., წიდაკერამიკული, მინაწიდური და სხვ.).
გამოყენების მიხედვით: კონსტრუქციული (აგური, ბეტონი, ცემენტი, ქვა, ლითონი, მინა, ხისა და პლასტმასის მასალები) და სპეციალური დანიშნულების (თბო-, ბგერა- და ჰიდროიზოლაციური, მოსაპირკეთებელი და სხვ.).
მშენებლობის დანიშნულების, პირობებისა და შენობების ექსპლუატაციის მიხედვით შეირჩევა საჭირო ხარისხისა და დამცავი თვისებების მქონე საშენი მასალები. მაგ., გარე კედლის მასალას უნდა ჰქონდეს მინიმალური თბოგამტარობა; ჰიდროსამელიორაციო დანიშნულების ნაგებობებს – წყალშეუღწევადობა და მდგრადობა დასველება-გაშრობის მიმართ; გზის საფარს (ასფალტს, ბეტონს) – საკმარისი სიმტკიცე და მცირე ცვეთადობა და ა.შ. საშენი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს შენობისა და მისი კონსტრუქციების მედეგობის, საიმედოობისა და ხანგამძლეობის კონკრეტულ პირობებს.