ბარათაშვილი მამუკა
(ახალი გვერდი: '''ბარათაშვილი მამუკა''' – XVIII საუკუნის პირველი ნახევრის პოეტი. 1...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარათაშვილი მამუკა“ გადაიტანა გვერდზე „მამუკა ბარათაშვილი“) |
23:55, 20 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბარათაშვილი მამუკა – XVIII საუკუნის პირველი ნახევრის პოეტი. 1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში, ერთხანს ასტრახანში იყო, 1728 წელს მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში ბარათაშვილი იყო მოსკოვში, სადაც 1731 წელს დაწერა პოეტიკური ტრაქტატი „ლექსის სწავლის წიგნი“ („ჭაშნიკი“). ეს თხზულება ქართული ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართული ლექსის საზომებსა და აგებულებას. მამუკა ბარათაშვილი ეხება პოეზიის დიდაქტიკურ ფუნქციასაც, განსაზღვრავს მის თემატიკას. მისი ესთეტიკური შეხედულებანი პოეზიის უტილიტარული ხასიათის აღიარებითაა განპირობებული. 1732 წელს მან ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების „რუსუდანიანის“ მეორე თავი, რომელსაც ეწოდა „ჯიმშედიანი“. მამუკა ბარათაშვილმა განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები — 1734 წელს დაწერა 63- სტროფიანი ოდა „ქება მეფისა ბაქარისა“. მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „იამბიკო“. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737 წელი) შემდეგ მამუკა ბარათაშვილი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. იგი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება განმსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.
- მოკლე შეწყობილი
- წყევა მაქვს საკურველისა,
- მუხანათისა, ჭრელისა,
- საწუთოს, წამთა მქმნელისა,
- დიდების დამცემელისა.
- ჩემგან საწუთოს ჩივილი
- ჰსანით, თუ მრუდედ ყივილი,
- მაქვან მრავალი ტკივილი,
- გულკვნესით აღმონთხივილი.
- ბევრი ჰყავს ჩემებრ მდურავი
- (ჰხამს ზღვათა მჯდომი მცურავი!),
- ვის მისგან დასაბურავი
- უნდა ჰსთმოს, მისცეს თურ ავი.
- ვინ მისი მიმნდობარია,
- წამ ერთის მეგობარია,
- მიჰსცეს ლახვართა მწყდარია,
- ბოროტ გრძელ, შვება მდარია.
- „წყეულ ხარ”, – ბევრი ჰსჩივისა,
- მაქებრად არვინ გივისა,
- ჰნათობ, ვით ცეცხლი თივისა,
- ცხელ და წამ, მარამ ცივისა.