ბეგაშვილი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბეგაშვილი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „[[ალექსანდრე ბეგაშვილ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Aleqsandre begashvili.PNG|thumb|ალექსანდრე ბეგაშვილი]] | ||
'''ბეგაშვილი ალექსანდრე''' – (1923 – 1989), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ანაგაში (სიღნაღი). 1940-1942 | '''ბეგაშვილი ალექსანდრე''' – (1923 – 1989), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ანაგაში (სიღნაღი). 1940-1942 | ||
წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; გაზეთში დაბეჭდილი ერთი სტატიის გამო, რვა წელი იყო დაპატიმრებული. შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში და სხვადასხვა გაზეთის რედაქციებში. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. გამოცემული აქვს კრებულები: „აქა მშვიდობა“ (1986), „რასაც ვუგალობ“ (1977), „ოცნება, ღამე და თოვა“ (1966). | წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; გაზეთში დაბეჭდილი ერთი სტატიის გამო, რვა წელი იყო დაპატიმრებული. შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში და სხვადასხვა გაზეთის რედაქციებში. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. გამოცემული აქვს კრებულები: „აქა მშვიდობა“ (1986), „რასაც ვუგალობ“ (1977), „ოცნება, ღამე და თოვა“ (1966). |
მიმდინარე ცვლილება 23:03, 21 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ბეგაშვილი ალექსანდრე – (1923 – 1989), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ანაგაში (სიღნაღი). 1940-1942 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; გაზეთში დაბეჭდილი ერთი სტატიის გამო, რვა წელი იყო დაპატიმრებული. შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში და სხვადასხვა გაზეთის რედაქციებში. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. გამოცემული აქვს კრებულები: „აქა მშვიდობა“ (1986), „რასაც ვუგალობ“ (1977), „ოცნება, ღამე და თოვა“ (1966).
- გალაკტიონი
- გრძნობის ზღვა გედგა თვალებში,
- შუბლზე გეხატა ზეცა,
- თვითონ მთა იყავ,
- ტყე-ველი ტანზე სამოსად გეცვა.
- გრძნობის ზღვა გედგა თვალებში,
- ლექსი გწყდებოდა წვეთად,
- ოცნება, წვა და სინდისი
- ყველა იყავით ერთად.
- ლექსის ჯადოვ და თილისმავ,
- გულის ბორგვავ და შფოთვავ,
- შოთას სახელთან სათქმელო,
- თვითონ ტატოვ და შოთავ.
- თვალს აღაპყრობდი ვარსკვლავებს
- ჩუმი, კეთილი, მშვიდი...
- თავს გვიყადრებდი პატარებს –
- უფრო ხდებოდი დიდი.
- ვინც გიცნობდა და ვინც - არა,
- ყველამ იცოდა ერთი:
- – ჩამოვდგეთ, მოდის დიდებით
- ქართული ლექსის ღმერთი.