ბედოშვილი ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბედოშვილი ლია“ გადაიტანა გვერდზე „ლია ბედოშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლია ბედოშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბედოშვილი ლია“ გადამისამარ...)

23:16, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია

ბედოშვილი ლია – (1954), ქართველი პოეტი. 1976 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და საბავშვო ზღაპრები, მათ შორის – „საუფლო ამბები” (2017).


* * *
შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
ვეშვები თავქვე,
იქ, კალაპოტში აწონიან
ჩემ წილ ცხოვრებას.
დავიდგამ ავეჯს,
ახალ-ახალს ჩავიცვამ კაბებს,
იაგუნდებით დავაჩუმებ
მაღალ გოდებას...
შენს გამო მთებმაც მომიძულეს,
ვეშვები თავქვე
და განთიადის თეთრი ელდა
ფეხებთან წვება...
ღამით კი მთვარე, გალეული,
ყვითელი ბავშვი
გამექცევა და ცას ტირილით
შეატოტდება.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები