ბერიაშვილი ბერდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერდია ბერიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბერიაშვილი ბერდია“ გად...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Berdia beriaSvili.JPG|thumb|ბერდია ბერიაშვილი]] | ||
'''ბერიაშვილი ბერდია''' − (1938 − 1992), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ ასანურში (სიღნაღი); სკოლის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი − [[თსუ]]-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მისი პირველი | '''ბერიაშვილი ბერდია''' − (1938 − 1992), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ ასანურში (სიღნაღი); სკოლის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი − [[თსუ]]-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მისი პირველი | ||
შემფასებელი და დამფასებელი [[გიორგი ლეონიძე]] გახლდათ. ტრაგიკულად დაიღუპა 1991-92 წლების [[თბილისი|თბილისში]] მიმდინარე საბრძოლო | შემფასებელი და დამფასებელი [[გიორგი ლეონიძე]] გახლდათ. ტრაგიკულად დაიღუპა 1991-92 წლების [[თბილისი|თბილისში]] მიმდინარე საბრძოლო | ||
მიმდინარე ცვლილება 13:24, 22 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ბერიაშვილი ბერდია − (1938 − 1992), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ასანურში (სიღნაღი); სკოლის შემდეგ ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი − თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მისი პირველი შემფასებელი და დამფასებელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. ტრაგიკულად დაიღუპა 1991-92 წლების თბილისში მიმდინარე საბრძოლო მოვლენების დროს. გამოცემულია მისი კრებულები: „მთვარის საქანელა” (1968), „სიკეთის მარცვალი” (1973), „მზე შინა” (1976), „საფიცარი” (1979), „ღია ფანჯრიდან” (1983), 100 ლექსი (2014).
- ტირილი გაზაფხულზე
- დათვრა, განრისხდა გაზაფხულის ცა,
- შემოიხია ტანზე აპრილი.
- წარბნი შეჰყარა, წამს რისხვად იქცა
- და ჩაუმტვრია კაკალს თავ-პირი.
- და დგას კაკლის ხე გაოგნებული,
- დგას და ზეცის მუშტს −
- მეხს მწარედ წყევლის,
- გვიან ცაც ნანობს, ულვევა გული,
- ლოთივით წვიმად ჩამოსდის ცრემლი.
- ხე დგას ნაგვემი და მგლოვიარე,
- ცის და... საკუთარ ცრემლებით სველი,
- ეჰ, მზე მოურჩენს მას ამ იარებს,
- მას ისევ მწვანე ფოთლები ელის
- და კვლავ ერქმევა ხე მსხმოიარე,
- კაცს კი... კაცს,
- ერთხელ სიტყვით დასეტყვილს
- ვრემლი რას უზამს, ცრემლი რას ეტყვის,
- ვერც მზე უშველის, რადგანაც, ძმებო,
- ხე კი არ არის, კაცი კაცია!..
- ისიც ვთქვათ: − მეხი დიდ ხეებს ეძებს,
- პატარა ხეებს გაზრდას აცლიან.