ჯოხაძე გია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯოხაძე გია“ გადაიტანა გვერდზე „გია ჯოხაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გია ჯოხაძე“ გადაიტანა გვერდზე „ჯოხაძე გია“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 01:30, 25 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ჯოხაძე გია – (1965), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას, თარგმნილი აქვს თომას სტერნზ ელიოტის, ანა ახმატოვას, იოსიფ ბროდსკის, ვისლავა შიმბორსკას და სხვა პოეტების ლექსები.
- ანა ახმატოვა
- თარგმნა გია ჯოხაძემ
- ანა ახმატოვა
- გუშინ არც ჭაღარა მოჩანდა,
- არც სევდის ვიყავი ყმა,
- ტრფობის მარწუხი არ მბოჭავდა,
- ჯერ არ გამბზარვოდა ხმა.
- და გაფიქრებაც არ მაცალა,
- წამში გამომათრო მეც...
- სულ ერთ ცხელ კოცნაში გაცვალა
- სამყარო, მთვარეც და მზეც.
- სიყვარულს დავუდექ ვასალად
- და თავისუფლება მძულს...
- კვლავ ვნების შემასვი სამსალა,
- კვლავ ტაბუ აჰხადე სულს!
- მეუფევ, გულთა და რაყიფთა,
- თქვი, რად მარიდებდი თვალს?–
- ბალახიც სხვაგვარად გაყვითლდა,
- ვარსკვლავიც სხვაგვარად მწვავს.