ისლის სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: 250პქ '''ისლის სახურავი''' (''ინგლ.'' thatched roof) ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ისლის სახურავი“ გადაიტანა გვერდზე „სახურავი ისლის“) |
03:27, 25 თებერვალი 2022-ის ვერსია
ისლის სახურავი (ინგლ. thatched roof) – სახურავი, რომელიც დამზადებულია ისლის ღეროებისაგან. მიუხედავად დაბალი ცეცხლმედეგობისა და ხანგამძლეობისა, მასობრივად გავრცელებულია აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ოკეანიის ცხელ ქვეყნებში. მიეკუთვნება ეკოლოგიურად სუფთა სახურავებს. გამოირჩევა ორიგინალური გარეგნული სახით, საიმედოობით, სიმტკიცით, აგების სიმარტივითა და, რაც მთავარია, შიდა სივრცის სასიამოვნო მიკროკლიმატით.