გაჩეჩილაძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით გაჩეჩილაძე“ გადაიტანა გვერდზე „გაჩეჩილაძე დავით“ გადამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Davit gachechiladze.PNG|thumb|დავით გაჩეჩილაძე]] | [[ფაილი:Davit gachechiladze.PNG|thumb|დავით გაჩეჩილაძე]] | ||
| − | '''გაჩეჩილაძე დავით''' – (1902 – 1974), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ღორეშაში (ხარაგაული). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ „წინსვლის ემბლემაში” გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული – 1941 წელს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების” ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების [[ლაიტმოტივი]]ა პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის ტრაგედიები: „ბახტრიონი” – ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, „ამირანი“ და თარგმანები: სოფოკლეს, კალდერონის, მიხაილ ლერმონტოვის, კარელ ჩაპეკის და ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ნაწარმოებები. | + | '''გაჩეჩილაძე დავით''' – (1902 – 1974), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ღორეშაში (ხარაგაული). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ „წინსვლის ემბლემაში” გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული – 1941 წელს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების” ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების [[ლაიტმოტივი]]ა პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის [[ტრაგედია|ტრაგედიები]]: „ბახტრიონი” – ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, „ამირანი“ და თარგმანები: სოფოკლეს, კალდერონის, მიხაილ ლერმონტოვის, კარელ ჩაპეკის და ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ნაწარმოებები. |
:::: '''რარიგ სხვა იყო''' | :::: '''რარიგ სხვა იყო''' | ||
მიმდინარე ცვლილება 22:27, 25 თებერვალი 2022 მდგომარეობით
გაჩეჩილაძე დავით – (1902 – 1974), ქართველი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ღორეშაში (ხარაგაული). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ „წინსვლის ემბლემაში” გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული – 1941 წელს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების” ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების ლაიტმოტივია პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის ტრაგედიები: „ბახტრიონი” – ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, „ამირანი“ და თარგმანები: სოფოკლეს, კალდერონის, მიხაილ ლერმონტოვის, კარელ ჩაპეკის და ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ნაწარმოებები.
- რარიგ სხვა იყო
- რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
- განცდა თოფდაკრულ ხარ- ირემივით
- გამექცა, ქაღალდს გადარბენილი,
- სისხლიღა დარჩა ჩამონაწვეთი...
- რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
- მე მზის ამოსვლა მსურდა სიტყვაში,
- მაგრამ კალმის ქვეშ ჩაქრა რიჟრაჟი,
- ვერ გამოვხატე მეათასედი...
- რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
- აპრილის რტოთა უმანკოებით
- სულში ჰყვაოდნენ ეს სტრიქონები,
- ოცნების შუქზე მიმონარწევი...
- და რომ დავწერე... და რომ მივენდე
- ქაღალდს თუ თოვლსა ახალმოთოვილს,
- არც ცვარი შერჩათ და არც ფოთოლი...
- ვერ შევუნახე ლექსებს სინედლე....
- ეჰ, სულ სხვა იყო, სანამ დავწერდი...